Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Gigabyte-მა წარადგინა უზარმაზარი 55-დუიმიანი გეიმინგ მონიტორი S55U, რომელსაც აქვს ოპერაციული სისტემა Android და ციფრულ ხმოვან დამხმარე Google ასისტენტის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Hermitage Akihabara 

Gigabyte S55U-ს საფუძვლად უდევს 4K გაფართოების VA მატრიცა კვანტურ პიქსელების განათებისა და 132 ზონის ადგილობრივი ჩაბნელების ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ეკრანის სიკაშკაშის ტიპური მაჩვენებელია 500 კდ/2, მაქსიმალური კი - 1500 კდ/2, კონტრასტულობაა 5000:1. მხარდაჭერილია 1.07 მილიარდი ფერი, კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, რეაქციის მინიმალური დრო - 2 მილიწამი (საშუალოდ 5 მწ), აგრეთვე მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium. კომპანია მიუთითებს, რომ მონიტორი ფლობს 96%-იან DCI-P3 და 140-%-იან sRGB ფერთა გამას. 

image.jpeg 

მონიტორის აღჭურვილობაში შედის ორ-ორი პორტი HDMI 2.1 და HDMI 2.0, თითო შემავალ-გამავალი USB 3.2 Gen 1, ერთი USB 2.0, აგრეთვე ერთი 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მონიტორს ასევე აქვს ორი სტერეოდინამიკი, სიმძავრით თითოეული 10 ვატი, გააჩნია LAN კონექტორი, აგრეთვე Wi-Fi 5 და Bluetooth უსადენო კავშირების მხარდაჭერა. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს 400 × 300 მმ ზომის VESA სამაგრი. 

image.jpeg 

Gigabyte S55U-ის ზომა შეადგენს 1232 × 309 × 749 მმ-ს, წონა - 18.1 კგ-ს. ახალი მონიტორის ფასისა და გაყიდვაშ გამოსვლის თარიღის შესახებ კომპანიას ჯერჯერობით არ გამოუცხადებია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.