Magdalena Posted May 11, 2022 Posted May 11, 2022 კომპანია Gigabyte-მა წარადგინა უზარმაზარი 55-დუიმიანი გეიმინგ მონიტორი S55U, რომელსაც აქვს ოპერაციული სისტემა Android და ციფრულ ხმოვან დამხმარე Google ასისტენტის მხარდაჭერა. ფოტოს წყარო: Hermitage Akihabara Gigabyte S55U-ს საფუძვლად უდევს 4K გაფართოების VA მატრიცა კვანტური პიქსელების განათებისა და 132 ზონის ადგილობრივი ჩაბნელების ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ეკრანის სიკაშკაშის ტიპური მაჩვენებელია 500 კდ/მ2, მაქსიმალური კი - 1500 კდ/მ2, კონტრასტულობაა 5000:1. მხარდაჭერილია 1.07 მილიარდი ფერი, კადრის განახლების სიხშირეა 120 ჰერცი, რეაქციის მინიმალური დრო - 2 მილიწამი (საშუალოდ 5 მწ), აგრეთვე მხარდაჭერილია ტექნოლოგია AMD FreeSync Premium. კომპანია მიუთითებს, რომ მონიტორი ფლობს 96%-იან DCI-P3 და 140-%-იან sRGB ფერთა გამას. მონიტორის აღჭურვილობაში შედის ორ-ორი პორტი HDMI 2.1 და HDMI 2.0, თითო შემავალ-გამავალი USB 3.2 Gen 1, ერთი USB 2.0, აგრეთვე ერთი 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. მონიტორს ასევე აქვს ორი სტერეოდინამიკი, სიმძლავრით თითოეული 10 ვატი, გააჩნია LAN კონექტორი, აგრეთვე Wi-Fi 5 და Bluetooth უსადენო კავშირების მხარდაჭერა. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს 400 × 300 მმ ზომის VESA სამაგრი. Gigabyte S55U-ის ზომა შეადგენს 1232 × 309 × 749 მმ-ს, წონა - 18.1 კგ-ს. ახალი მონიტორის ფასისა და გაყიდვაში გამოსვლის თარიღის შესახებ კომპანიას ჯერჯერობით არ გამოუცხადებია. https://tinyurl.com/4raerbjp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.