Magdalena Posted May 10, 2022 Posted May 10, 2022 კომპანია Lenovo-მ გააფართოვა პორტატული კომპიუტერების ასორტიმენტი და დააანონსა მოდელი Yoga Slim 7 Pro 16-დუიმიანი დისპლეით. მოწყობილობას საფუძვლად დაედო AMD-ის აპარატული პლატფორმა. ფოტოს წყარო: Lenovo ლეპტოპს აქვს პროცესორი Ryzen 5 6600HS Creator Edition ან Ryzen 7 6800HS Creator Edition. პირველ მათგანს აქვს ექვსი ბირთვი სიხშირით 4.5 გჰც-მდე, მეორეს - რვა ბირთვი სიხშირით 4.7 გჰც-მდე. ორივე შემთხვევაში მხარდაჭერილია მრავალნაკადიანი ტექნოლოგია. ეკრანს აქვს 2.5K გაფართოება, კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი, მაქსიმალური სიკაშკაშე - 500 კდ/მ2, მხარდაჭერილია Dolby Vision. ლეპტოპი დაკომპლექტებული იქნება გრაფიკული ამაჩქარებლით NVIDIA GeForce RTX 3050 ან RTX 3050 Ti. LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 ან 32 გბ-ს, PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე SSD-ის მოცულობა - 512 გბ-ს ან 1 ტბ-ს. ხელმისაწვდომია პორტები USB 3.2 Gen 1 Type-A და USB 3.2 Type-C, HDMI 2.0, SD-ბარათის წამკითხველი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ლეპტოპი გაყიდვაში გამოვა ივნისში და მისი ფასი იქნება დაახლოებით 1500 აშშ დოლარი. https://tinyurl.com/y4cn4k4b Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.