Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Lenovo-მ გააფართოვა პორტატული კომპიუტერების ასორტიმენტი და დააანონსა მოდელი Yoga Slim 7 Pro 16-დუიმიანი დისპლეით. მოწყობილობას საფუძვლად დაედო AMD-ის აპარატული პლატფორმა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

ლეპტოპს აქვს პროცესორი Ryzen 5 6600HS Creator Edition ან Ryzen 7 6800HS Creator Edition. პირველ მათგანს აქვს ექვსი ბირთვი სიხშირით 4.5 გჰც-მდე, მეორეს - რვა ბირთვი სიხშირით 4.7 გჰც-მდე. ორივე შემთხვევაში მხარდაჭერილია მრავალნაკადიანი ტექნოლოგია. 

ეკრანს აქვს 2.5K გაფართოება, კადრის განახლების სიხშირეა 165 ჰერცი, მაქსიმალური სიკაშკაშე - 500 კდ/მ2, მხარდაჭერილია Dolby Vision. ლეპტოპი დაკომპლექტებული იქნება გრაფიკული ამაჩქარებლით NVIDIA GeForce RTX 3050 ან RTX 3050 Ti. 

image.jpeg 

LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 ან 32 გბ-ს, PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე SSD-ის მოცულობა - 512 გბ-ს ან 1 ტბ-ს. ხელმისაწვდომია პორტები USB 3.2 Gen 1 Type-A და USB 3.2 Type-C, HDMI 2.0, SD-ბარათის წამკითხველი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი 

ლეპტოპი გაყიდვაში გამოვა ივნისში და მისი ფასი იქნება დაახლოებით 1500 აშშ დოლარი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.