Jump to content

Recommended Posts

Posted

 

image.png

Googleის ქლაუდ განყოფილება აყალიბებს გუნდს, რომელიც შექმნის სერვისებს ბლოკჩეინ-აპლიკაციებზე ორიენტირებული დეველოპერებისთვის. ამის შესახებ წერს CNBC Google Cloud-ის ვიცე-პრეზიდენტ ამიტა ზავერის განცხადებაზე დაყრდნობით. 

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო Web 3.0-ის ათვისებას ჯერ ახლა იწყებს, ეს ბაზარი უკვე აფიქსირებს უზარმაზარ პოტენციალს. ბევრი მომხმარებელი გვთხოვს გავზარდოთ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული სექტორისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერა“ - დაწერა მან თანამშრომლებისთვის განკუთვნილ წერილში.  

ზავერის თქმით Google გეგმავს კორპორატიულ მომხმარებლებს შესთავაზოს ბექენდ-სერვისები, რომლებიც მათ წვდომას მისცემენ განაწილებული რეესტრის ტექნოლოგაზე. ამასთან, კომპანიას არ სურს „პირდაპირ გახდეს კრიპტოვალუტების ტალღის ნაწილი“. 

მან განმარტა, რომ Google შეიმუშავებს სისტემას, რომელიც გაამარტივებს ბლოკჩეინის ნოუდების შექმნისა და გაშვების პროცესს ტრანზაქციების ვალიდაციისა და რეგისტრაციისთვის. ზავერიმ დაამატა, რომ ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მესამე მხარის გამომთვლელ გარემოში, როგორიცაა მაგალითად Amazon Web Services. 

2022 წლის იანვარში Google-მა დაიქირავა PayPal-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი არნოლდ გოლდბერგი გადახდების განყოფილების ხელახალი ამოქმედებისთვის. დანიშვნა ემთხვევა კომპანიის უფრო ფართო სტრატეგიას - გაერთიანდეს მთელ რიგ ფინანსურ, მათ შორის კრიპტოვალუტებზე ორიენტირებულ სერვისები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.