Jump to content

Recommended Posts

Posted

პორტალ VideoCardz-მა გააზიარა Radeon RX 6650 XT და Radeon RX 6750 XT ვიდეო დაფების ფოტოები, რომელთა გამოშვებას აპირებენ კომპანიები MSI, Sapphire, XFX და ASRock. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

როგორც ჩანს, კომპანიებიდან არავინ გეგმავს ეტალონური ვერსიის Radeon RX 6x50XT ამაჩქარებლების წარმოება. რეფერენსული მოდელების რეალიზაციით დაკავდება უშუალოდ თავად AMD, რომელიც Radeon RX 6750 XT და Radeon RX 6950 XT მოდელების გაყიდვას საკუთარი ოფიციალური ონლაინ-მაღაზიიდან გეგმავს. Radeon RX 6650 XT მოდელს კი ნაკლებად გაუმართლა: როგორც ჩანს, დაფას არ გააჩნია ეტალონური დიზაინი და გავრცელდება მხოლოდ AMD-ის პარტნიორების მიერ. 

კომპანია Sapphire ამზადებს Radeon RX 6750 XT მოდელს Nitro და Pulse შესრულებით. ახალ დაფას აქტუალური Radeon RX 6700 XT-ს მსგავსი გარეგნული დიზაინი ექნება. დაფებს შორის არანაირი ვიზუალური განსხვავება არ შეინიშნება, აღნიშნავს VideoCardz. 

image.jpeg 

image.jpeg 

კომპანია MSI გამოუშვებს Radeon RX 6750 XT-სა და Radeon RX 6650 XT-ს რამდენიმე მოდელს Gaming Trio შესრულებით, აგრეთვე გამოვა Mech 2x. დაფებს ექნება როგორც სამქულერიანი, ასევე ორქულერიანი გაგრილების სისტემები. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

ASRock გამოუშვებს ორ მოდელს Challenger შესრულებით. გარდა ამისა, მოდელი Radeon RX 6750 XT გამოვა Phantom Gaming შესრულებით. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

კომპანია XFX გეგმავს რამდენიმე ვერსიის წარმოებას შესრულებით Speedster Quick, Merc და SWFT. ამასთან Radeon RX 6650 XT გამოვა სამ ვერსიაში: SWFT 210, MERC 308 და QICK 308. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

ხალი Radeon RX 6950 XT-ს, 6750 XT-სა და 6650 XT-ს გეიმინგ ტესტებმა აჩვენა, რომ თამაშებში ისინი ოდნავ სწრაფია აქტუალურ მოდელებთან შედარებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.