Jump to content

Recommended Posts

Posted

ტაივანური კომპანია ASUS და გაგრილების ავსტრიული მწარმოებელი Noctua გამოსაშვებად ამზადებენ თანამშრომლობის ახალ შედეგს, ეს იქნება გრაფიკული ამაჩქარებელი ASUS GeForce RTX 3080 10GB Noctua Edition. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია გაგრილების სისტემა, რომლის შემადგენლობაში შედის ავსტრიული ბრენდის ორი მოზრდილი, 120-მილიმეტრიანი ქულერი 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

ადრე კომპანიებმა ერთობლივად გამოუშვეს ASUS GeForce RTX 3070 Noctua Edition, იგი გამოირჩეოდა უჩვეულ გაგრილების სისტემით, რომელიც წარმოდგენილი იყო ორი ეფექტური, თანაც ძალიან ჩუმი 120-მილიმეტრიანი ქულერით NF-A12x25. 

image.jpeg 

მოგვიანებით Noctua-მ დაადასტურა, რომ ASUS-თან თანამშრომლობა გაგრძელდებოდა და უახლოეს მომავალში ბაზარზე ერთობლივად შემუშავებული გრაფიკული დაფების ახალი მოდელები გამოჩნდებოდა. როგორც ჩანს, ეს მომავალი ძალიან მალე დადგება. პორტალ VideoCardz-მა გააზიარა უფრო ძლიერი ASUS GeForce RTX 3080 10 GB Noctua Edition-ის სურათები. საინტერესოა, რომ მწარმოებლებმა გადაწყვიტეს აირჩიონ მოდელი, რომელიც ბორტზე მხოლოდ 10 გბ ვიდეო მეხსიერებას ატარებს, თუმც ბაზარზე არსებობს 12 გბ მეხსიერების მქონე ვერსიაც. 

image.jpeg 

ASUS GeForce RTX 3080 10GB Noctua Edition-ს ექნება ამავე შესრულების GeForce RTX 3070 მოდელის დიზაინი. GeForce RTX 3080 Noctua-ს ზომა გაფართოების ოთხ სლოტს შეადგენს. მასში, როგორც ჩანს, გამოყენებულია ისეთივე ქულერები, როგორიც უმცროს ვერსიაში, თუმცა რადიატორი უფრო მასიური აქვს უფრო მაღალი წარმადობის GPU-ის შესაბამისად. 

image.jpeg 

ვიდეო დაფის ტექნიკური მახასიათებლები ამჟამად უცნობია. ფოტოებზე ჩანს, რომ ამაჩქარებელს აქვს ორი 8-პინიანი კვების კონექტორი და გარე ინტერფეისების არასტანდარტული ნაკრები: სამი DisplayPort 1.4 და ორი HDMI 2.1. დიდი ალბათობით, დაფას საფუძვლად უდევს ASUS GeForce RTX 3080 TUF მოდელის PCB. 

image.jpeg 

VideoCardz-ის მონაცემებით ASUS GeForce RTX 3080 10GB Noctua Edition-ის ფასი 1150 ევროს შეადგენს, რაც 250 ევროთი აღემატება ამავე შესრულების GeForce RTX 3070 მოდელს. ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.