Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Lenovo-მ წარადგინა ახალი თაობის ჰიბრიდული პორტატული კომპიუტერი Yoga 7, რომელსაც აქვს 14-დუიმიანი სენსორული დისპლეი. მოწყობილობა აღჭურვილია AMD-ის პროცესორით, პროგრამული პლატფორმის სახით კი გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Lenovo 

ლეპტოპი დაკომპლექტებული იქნება 2880 × 1800  პიქსელი გაფართოების მქონე 2.8K OLED დისპლეით ან 2240 × 1400 პიქსელი გაფართოების 2.2K LCD ეკრანით. მხარდაჭერილია სენსორული მართვა. ლეპტოპის ზედა ნაწილის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით, რათა ლეპტოპი პლანშეტად გადაიქცეს. 

მოდიფიკაციის შესაბამისად მოწყობილობაში გამოყენებული იქნება პროცესორი Ryzen 7 6800U ან Ryzen 5 6600U. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8-დან 32 გბ-მდე, SSD-ის - 256 გბ-დან 1 ტბ-მდე. 

image.jpeg 

აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით. გათვალისწინებულია microSD სლოტი. 

ლეპტოპის ზომაა 316.66 × 220.25 × 17.35 მმ, წონა - 1.43 კგ. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB Type-C, HDMI 2.1, USB 3.2 Gen 1 Type-A, 3.5-მილიმეტრიანი კომბინირებული აუდიოკონექტორი. ლეპტოპი ხელმისაწვდომია  ორ ფერში - Storm Grey და Stone Blue. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.