Magdalena Posted May 7, 2022 Posted May 7, 2022 კომპანია Lenovo-მ წარადგინა ახალი თაობის ჰიბრიდული პორტატული კომპიუტერი Yoga 7, რომელსაც აქვს 14-დუიმიანი სენსორული დისპლეი. მოწყობილობა აღჭურვილია AMD-ის პროცესორით, პროგრამული პლატფორმის სახით კი გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11. ფოტოს წყარო: Lenovo ლეპტოპი დაკომპლექტებული იქნება 2880 × 1800 პიქსელი გაფართოების მქონე 2.8K OLED დისპლეით ან 2240 × 1400 პიქსელი გაფართოების 2.2K LCD ეკრანით. მხარდაჭერილია სენსორული მართვა. ლეპტოპის ზედა ნაწილის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით, რათა ლეპტოპი პლანშეტად გადაიქცეს. მოდიფიკაციის შესაბამისად მოწყობილობაში გამოყენებული იქნება პროცესორი Ryzen 7 6800U ან Ryzen 5 6600U. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8-დან 32 გბ-მდე, SSD-ის - 256 გბ-დან 1 ტბ-მდე. აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6E და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და აუდიოსისტემა ოთხი დინამიკით. გათვალისწინებულია microSD სლოტი. ლეპტოპის ზომაა 316.66 × 220.25 × 17.35 მმ, წონა - 1.43 კგ. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB Type-C, HDMI 2.1, USB 3.2 Gen 1 Type-A, 3.5-მილიმეტრიანი კომბინირებული აუდიოკონექტორი. ლეპტოპი ხელმისაწვდომია ორ ფერში - Storm Grey და Stone Blue. https://tinyurl.com/mssx89ut Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.