Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ბენტლის უნივერსიტეტმა (Bentley University, BU) Bitcoin-ბირჟა Coinbase-თან თანამშრომლობის შედეგად დაამატა კრიპტოვალუტებით სწავლის საფასურის გადახდის შესაძლებლობა. ამის შესახებ ნათქვამია საგანმანათლებლო დაწესებულების ვებ-გვერდზე. 

ბენტლის უნივერსიტეტი მოწინავეა ისეთი ბიზნეს-ლიდერების მომზადებაში, რომლებიც ფლობენ ისეთ უნარებსა და ცოდნას, რაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად ცვლად მსოფლიო ეკონომიკაში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვიყენებთ ტექნოლოგიას, რომელსაც სწავლობენ ჩვენი სტუდენტები“ - აღნიშნა BU-ის პრეზიდენტმა ლაბრენტ კრაიტმა. 

სტუდენტები და მათი ოჯახები შეძლებენ სწავლის საფასური გადაიხადონ Bitcoin-ით, Ethereum-ით ან USD Coin-ით (USDC). უნივერსიტეტი ასევე გეგმავს შემოწირულობებს ამავე აქტივებში. 

შეტყობინების თანახმად სტუდენტების ინტერესმა ასევე შეუწყო ხელი კრიპტო ფინანსების ახალი კურსის შექმნას. იგი შემოდგომაზე ამოქმედდება და ფოკუსირებული იქნება ბლოკჩეინ-აპლიკაციებსა და DeFi სექტორზე. 

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ძვირადღირებული ფიტნეს კლუბების ქსელმა Equinox. კომპანია თანამშრომლობ პროცესინგ სერვის BitPay-თან, რის შედეგად ნიუ-იორკის სპორტული დარბაზის მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ წლიური აბონიმენტების ღირებულება Bitcoin-ით, Ethereum-ით, Bitcoin Cash-ით, Dogecoin-ით, Litecoin-ით, Shiba Inu-თი, WBTC-ითა და ხუთი stablecoin-ით: BUSD, DAI, GUSD, USDP და USDC. 

ადრე ქლაუდ პლატფორმა Wix-მა, ამერიკულმა ონლაინ საცალო სავაჭრო ორგანიზაცია Shop.com-მა და სხვა უამრავმა კომპანიამ დაიწყო კრიპტოვალუტების მიღება BitPay-ის მეშვეობით. 

Visa-ს გამოკითხვის თანახმად 2022 წელს ცხრა ქვეყანაში მცირე სავაჭრო ორგანიზაციების თითქმის მეოთხედი გეგმავს ციფრული ვალუტების მიღებას გადახდის ფორმად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.