Jump to content

Recommended Posts

Posted

RDNA - ეს არის AMD-ის მიერ შემუშავებული გრაფიკული პროცესორის მიკროარქიტექტურისა და არქიტექტურის თანამდევი ინსტრუქციების ნაკრების კოდური დასახელება. 

image.png 

RDNA 3-ზე დამყარებული გრაფიკული პროცესორების შესახებ პირველადი ცნობები მეტად ამბიციური იყო: ამტკიცებდნენ, რომ ახალ GPU-ებს ექნებოდა 15360-მდე ნაკადური პროცესორი. მას შემდეგ ტექნოლოგიის შემუშავება გაგრძელდა და გაჩნდა ახალი ინფორმაცია. მისი გათვალისწინებით ინსაიდერებმა დაიწყეს თავიანთი წინა განცხადებების გადახედვა და ახალ მახასიათებლებზე საუბარი. 

Redfire-ისგან მიღებული ახალი ცნობების თანახმად გრაფიკულ პროცესორ Navi 31-ს ექნება დაახლოებით 6 შეიდერ-ძრავი - თითოეული ორი შეიდერ-მასივით (ჯამში 12x). ამ მასივებიდან თითოეულში მოცემული იქნება ოთხი სამუშაო ჯგუფი 256 ნაკადური პროცესორით - ჯამში წარმოდგენილი იქნება 48 სამუშაო ჯგუფი და 12288 ნაკადური პროცესორი. ეს მაჩვენებელი 12 სამუშაო ჯგუფითა და 3072 ნაკადური პროცესორით ნაკლებია, ვიდრე თავდაპირველ შეტყობინებებში ცხადდებოდა. 

რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორ Navi 32-ს, ახალი ცნობების თანახმად ექნება ოთხი შეიდერ-ძრავი, რვა შეიდერ-მასივი, 32 სამუშაო ჯგუფი და 8192 ნაკადური პროცესორი. და ბოლო, GPU Navi 33-ს, როგორც ამჟამად არის ცნობილი, ექნება ორი შეიდერ-ძრავი და ოთხი შეიდერ-პროცესორი და ოცის ნაცლად 16 სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფების შემცირება ასევე გამოიწვევს ნაკადური პროცესორების რიცხვის შემცირებას, რაც, როგორც მიიჩნევა, იქნება 4096 (ძველი ცნობებით, 5120 უნდა ყოფილიყო). 

ხალი ტექნიკური მახასიათებლები ასევე წინააღმდეგობაში მოდის Greymon55-ის შეტყობინებასთან, რომელშიც ინსაიდერი ამტკიცებდა, რომ გრაფიკულ პროცესორ Navi 31-ს შეეძლო 92 TFLOPS წარმადობის უზრუნველყოფა FP32 ოპერაციებში. ამის ნაცვლად, თუკი +3 გჰც სიხშირის შესახებ გავრცელებული ცნობები სიმართლეა, ფლაგმანურ GPU-ში ვიხილავთ დაახლოებით 73 TFLOPS წარმადობას. 

image.png 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.