Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩიპების დეფიციტმა შეამცირა კონცერნ Volkswagen-ის მანქანების წარმოების მოცულობა, რის შედეგად კომპანიას მოუწია პირველობა კორპორაცია Toyota Motor-ისთვის დაეთმო. ასეა თუ ისე, ევროპული გიგანტი აქტიურად ეძებს საკუთარი ბიზნესის ოპტიმიზაციის გზებს და ფსონს დებს ელექტრომობილებსა და ავტოპილოტირების სისტემებზე. ავტოპილოტის საკითხში Volkswagen-ის მთავარი პარტნიორი შესაძლოა გახდეს ამერიკული კომპანია Qualcomm. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Qualcomm Technologies 

Qualcomm ძირითადად ცნობილია სატელეკომუნიკაციო გადაწყვეტილებებით, თუმცა არ მალავს საავტომობილო ბაზრის ათვისების ამბიციებს  და Volkswagen-თან დადებული მსხვილი კონტრაქტი შესაძლოა ხსენებული გეგმის რეალიზაციის სერიოზული ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდეს. როგორც Reuters აცხადებს, აპრილის შუა რიცხვებში Volkswagen-ის გენერალურმა დირექტორმა Herbert Diess-მა მოინახულა Qualcomm-ის სან-დიეგოში მდებარე შტაბ-ბინა და კომპანიებმა მოილაპარაკეს გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ. Qualcomm 2026 წლიდან გერმანულ კონცერნს მიაწვდის ინტეგრაციის მაღალი დონის მქონე ჩიპებს, რომლებიც მძღოლის აქტიურ დამხმარე სისტემას დაედება საფუძვლად. 

ხელშეკრულების პირველი ეტაპი ორ კომპანიას შორის 2031 წლამდე თანამშრომლობას გულისხმობს და თანხა, რომელსაც Volkswagen თანამშრომლობის ამ ეტაპის შედეგად გადაიხდის, 1 მილიარდ ევროს აღწევს. აღვნიშნავთ, რომ Volkswagen ამ დრომდე ეძებს გრძელვადიან პარტნიორებს ტრანსპორტის მართვის ავტომატიზაციის მიმართულებით. იგი გეგმავდა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას Bosch-თან ერთად, ადრეულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა გერმანული გიგანტის ინტერესი Mobileye-ს კომპონენტების მიმართ - ეს არის ისრაელში არსებული კომპანია, რომლის IPO-ზე გაყვანას ახლო მომავალში აპირებს კომპანია Intel. ასევე, Volkswagen უარს არ ამბობს Samsung LSI-ის წარმოების ჩიპების გამოყენებაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.