Magdalena Posted May 3, 2022 Posted May 3, 2022 ASUS-მა გამოუშვა კიდევ ერთი გრაფიკული ამაჩქარებელი, რომელიც შექმნილია იაპონური ანიმეების მოტივებზე. ანიმე GUNDAM-ით ინსპირირებული წარმატებული პროდუქტის სერიის შემდეგ ტაივანურმა კომპანიამ წარადგინა GeForce RTX 3090 ROG Strix EVA Edition (ROG-STRIX-RTX3090-O24G-EVA) გრაფიკული დაფა, რომელშიც ნასესხებია ანიმე Evangelion-ის სტილი. ფოტოს წყარო: CoolPC ამაჩქარებლის იისფერ-მწვანე გაფორმების სქემა ასახავს ადამიანისმაგვარ საბრძოლო მანქანა Evangelion-1-ის ფერს, რომელიც ამავე დასახელების ანიმე-სერიალში ფიგურირებს. კომპანია არ აზიარებს ვიდეო დაფის მახასიათებლებს. დიდი ალბათობით, EVA Edition-ში წარმოდგენილი იქნება გრაფიკული პროცესორის იგივე სიხშირე, რაც ჩვეულებრივ GeForce RTX 3090 ROG Strix ვარიანტში. სხვა სიტყვებით, საუბარია 1890 მჰც-ზე დატვირთვისას. GPU-ის ზუსტად ასეთივე სიხშირეს გვთავაზობს GeForce RTX 3090-ის ვარიანტები ROG Strix GUNDAM და ROG Strix White. ვებ-გვერდ CoolPC-ის მიხედვით EVA Edition დაფის წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღება. თუმცა დაფა ძალიან შეზღუდული ტირაჟით - მხოლოდ 15 ეგზემპლარად გამოვა. თითოეულის ღირებულება დაახლოებით 2173 აშშ დოლარია. GeForce RTX 3090-ის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი NVIDIA GA102 და 24 გბ GDDR6X მეხსიერება. დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. დღეისათვის ASUS-მა უკვე გამოუშვა GeForce RTX 3090 ROG Strix-ის ოთხი ვერსია, მათ შორისაა ორიგინალური შავი და თეთრ-ვერცხლისფერი (White Edition) ვერსიები, GUNDAM და EVA Edition. როგორც ჩანს, ყველა დაფაში გამოყენებულია ერთი და იგივე PCB და გაგრილების სისტემას. მათ შორის განსხვავება მხოლოდ თემატიკასა და RGB განათებაშია. https://tinyurl.com/bddty7tw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.