Jump to content

Recommended Posts

Posted

ASUS-მა გამოუშვა კიდევ ერთი გრაფიკული ამაჩქარებელი, რომელიც შექმნილია იაპონურ ანიმეების მოტივებზე. ანიმე GUNDAM-ით ინსპირირებული წარმატებული პროდუქტის სერიის შემდეგ ტაივანურმა კომპანიამ წარადგინა GeForce RTX 3090 ROG Strix EVA Edition (ROG-STRIX-RTX3090-O24G-EVA) გრაფიკული დაფა, რომელიც ნასესხებია ანიმე Evangelion-ის სტილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: CoolPC 

ამაჩქარებლის იისფერ-მწვანე გაფორმების სქემა ასახავს ადამიანისმაგვარ საბრძოლო მანქანა Evangelion-1-ის ფერს, რომელიც ამავე დასახელების ანიმე-სერიალში ფიგურირებს. 

image.jpeg 

კომპანია არ აზიარებს ვიდეო დაფის მახასიათებლებს. დიდი ალბათობით, EVA Edition-ში წარმოდგენილი იქნება გრაფიკული პროცესორის იგივე სიხშირე, რაც ჩვეულებრივ GeForce RTX 3090 ROG Strix ვარიანტში. სხვა სიტყვებით, საუბარია 1890 მჰც-ზე დატვირთვისას. GPU-ის ზუსტად ასეთივე სიხშირეს გვთავაზობს GeForce RTX 3090-ის ვარიანტები ROG Strix GUNDAM და ROG Strix White. ვებ-გვერდ CoolPC-ის მიხედვით EVA Edition დაფის წინასწარი შეკვეთები უკვე მიიღება. თუმცა დაფა ძალიან შეზღუდული ტირაჟით - მხოლოდ 15 ეგზემპლარად გამოვა. თითოეულის ღირებულება დაახლოებით 2173 აშშ დოლარია. 

image.jpeg 

GeForce RTX 3090-ის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი NVIDIA GA102 და 24 გბ GDDR6X მეხსიერება. დაფას აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის. 

image.jpeg 

დღეისათვის ASUS-მა უკვე გამოუშვა GeForce RTX 3090 ROG Strix-ის ოთხი ვერსია, მათ შორისაა ორიგინალური შავი და თეთრ-ვერცხლისფერი (White Edition) ვერსიები, GUNDAM და EVA Edition. როგორც ჩანს, ყველა დაფაში გამოყენებულია ერთი და იგივე PCB და გაგრილების სისტემას. მათ შორის განსხვავება მხოლოდ თემატიკასა და RGB განათებაშია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.