Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

გამოჩნდა ვარაუდი AMD RDNA 3 გრაფიკულ არქიტექტურაში ტაქტზე შესრულებადი ინსტრუქციების რაოდენობის გაორმაგების შესახებ და მას მოჰყვა მორიგი ინფორმაცია, რომ AMD-ის სამომავლო ფლაგმანი - სავარაუდო დასახელებით Radeon RX 7900 XT - შესაძლოა ოთხჯერ აღემატებოდეს RX 6900 XT-ს გამომთვლელი წარმადობით. ინფორმაცია გააზიარა VideoCardz-მა ცნობილ ინსაიდერ Greymon55-ის ბმულზე დაყრდნობით. 

რესურსი აღნიშნავს, რომ ახალ შეტყობინებებში ინფორმატორი მნიშვნელოვან ცვლილებებს ასახელებს ადრე გამოცხადებულ მახასიათებლებში, მაგრამ არ აკონკრეტებს კონკრეტულად რა შეიცვალა. თუმცა გამოჩნდა მაქსიმალური გამომთვლელი წარმადობის ახალი მაჩვენებელი - 92 Tflops FP32 ოპერაციებში. Navi 21 GPU-ზე დამყარებული სერიის ამჟამინდელ ფლაგმან RX 6900 XT-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 23 Tflops-ს უდრის. 

ინსაიდერმა განაცხადა, რომ ძველი შეტყობინებები აქტუალურობას კარგავს, გაურკვეველია რჩება თუ არა ძალაში განცხადება, რომ ფლაგმანში წარმოდგენილი იქნება 15360 გამომთვლელი ბლოკი Compute Unit (CU) ან გაზრდილი წარმადობა დიდწილად მიღწეული იქნება თავა არქიტექტურაში ცვლილებით. CU-ების ამგვარი რაოდენობის შემთხვევაში 92 Tflops წარმადობა შესაძლოა მიღწეულ იქნას დაახლოებით 3 გჰც სიხშირეზე. 

სავარაუდოდ დადა დრო, როდესაც ინჟინრული ნიმუშების აქტიური ტესტირება უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამომავლო ვიდეო დაფების შესახებ ბევრად უფრო ზუსტი და დამაჯერებელი ინფორმაცია შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს თვეებში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.