Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა გამოუშვა პორტატული მყარი დისკის ახალი მოდელი T7 Shield. ეს პროდუქტი მიეკუთვნება პორტატული მყარი დისკების T სერიას, იგი ორიენტირებულია პროფესიონალ მომხმარებლებზე, რომლებიც ხშირად მუშაობენ დიდი მოცულობის მონაცემებთან. ძირითადად ესენი არიან კონტენტის შემქმნელები და ფოტოგრაფები. ახალი მყარი დისკი გამოირჩევა დარტყმაგამძლეობით, წყლისა და მტვრისგან დაცვით, აპარატული დაშიფვრის ფუნქციით, აგრეთვე მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარით. პროდუქტის მოცულობა 2 ტერაბაიტამდეა. 

image.png 

დამაკავშირებელი ინტერფეისია USB Type-C USB 3.2 Gen2-ის მხარდაჭერით და PCIe/NVMe-თავსებადი ინტეგრირებული SSD-ით. მონაცემთა გადაცემის სიჩქარეა 1050 მბ/წამამდე წაკითხვისას და 1000 მბ/წმ - ჩაწერისას, რაც ამ დრომდე არსებული T7 სერიის ეკვივალენტურია. შედეგად ახალი მყარი დისკი წარმოადგენს იდეალურ მაღალი წარმადობის პორტატულ სანახ სივრცეს. სერიაში შედის ორი - 1 ტბ და 2 ტბ მოცულობის მოდელი. 

image.png 

მიუხედავად იმისა, რომ პორტატული SSD-ის ტექნიკური მახასიათებლები დიდწილად უცვლელია წინა მოდელებთან მიმართებაში, T7 Shield-ის ყველაზე გამორჩეული თვისებაა უმაღლესი გამძლეობა, რითიც წინა სერიის მოდელებს აღემატება. 

image.jpeg 

T7 Shield-ის კორპუსის დათვალიერებისას ვხედავთ, რომ თითქმის მთელი ზედაპირი დაფარულია  სქელი რეზინით. შედეგად იგი უფრო გამძლეა დარტყმების მიმართ. წინა სერიის მოდელები 2 მეტრამდე სიმაღლიდან ვარდნას უძლებს, T7 Shield-ის გამძლეობა კი 3 მეტრამდე გაიზარდა. 

T7 Shield-ს ასევე აქვს IP65 სტანდარტის დაცვა წყლისა და მტვრისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მტვერი მოწყობილობაში ვერ მოხვდება, წყლის შხეფები კი დამაზიანებელ შედეგს არ გამოიღებს. მყარი დისკი წყალში ჩაძირვას დიდად ვერ გაუძლებს, თუმცა ღია სივრცეში წვიმის დროს პრობლემები არ შეექმნება. 

image.png 

ამრიგად, T7 Shield-ის მთავარი განსაკუთრებულობაა მკაცრ გარემო პირობებში გამოყენების შესაძლებლობა დარტყმის, წყლისა და მტვრის გამძლეობის წყალობით. შედეგად მყარი დისკი უსაფრთხოა ღია სივრცეში მუშაობისას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.