Jump to content

Samsung-მა კვარტალურ კონფერენციაზე დაადასტურა, რომ მიმდინარე კვარტლიდან გეგმავს 3-ნანომეტრიანი პროდუქციის მასობრივი წარმოების დაწყებას


Recommended Posts

Posted

Samsung Electronics-ის შემოსავალი პირველ კვარტალში გაიზარდა 19%-ით და 61.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. კონკურენტი SK hynix-ისგან განსხვავებით მან აღნიშნა კომპონენტებზე მუდმივი მოთხოვნის შენარჩუნება არა მხოლოდ სერვერების სეგმენტში, არამედ კომპიუტერების ბაზარზეც. სმარტფონების ბაზარი მიმდინარე კვარტალში მცირდება, მაგრამ კომპანია იმედოვნებს, რომ ზრდას წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება. მიმდინარე კვარტალში დაიწყება 3-ნანომეტრიანი კომპონენტების გამოშვება გარე დამკვეთებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Samsung Electronics 

Samsung-ის საოპერაციო მოგება კვარტალში გაიზარდა 51%-ით 11.1 მლრდ აშშ დოლარამდე, რაც გამოწვეულია მეხსიერების ფასების მოსალოდნელზე მცირე კლებით. მიღებული საოპერაციო მოგება ყველაზე დიდია 2018 წლის პირველი კვარტლის შემდეგ. მთლიანობაში ნახევარგამტარ კომპონენტების გაყიდვიდან მიღებული მოგება გაორმაგდა და 6.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიის წმინდა მოგებამ 8.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. 

კომპანიის საოპერაციო მოგება მობილურ და სატელეკომუნიკაციო სეგმენტში შემცირდა 14%-ით -3.0 მლრდ აშშ დოლარამდე. სმარტფონების სეგმენტში კომპანიამ გაზარდა სმარტფონების მიწოდება დაბალი და საშუალო ფასების დიაპაზონში, ამავე დროს წარადგინა ფლაგმანური Galaxy S22 სერი. Canalys-ის თანახმად მის შედეგად ბაზრის წილი 22%-დან 24%-მდე გაზარდა. 

საკონტრაქტო წარმოების სეგმენტში Samsung აგრძელებს თანამედროვე ლითოგრაფიის წილისა და წლიური პროდუქციის გამოშვების მასშტაბის ზრდას, მიმდინარე კვარტალში კი აპირებს 3-ნანომეტრიანი პროდუქციის სერიული წარმოების დაწყებას GAA ტექნოლოგიით. კომპანია იმედოვნებს, რომ შეძლებს მსოფლიო დონის მომხმარებლების მოზიდვას საკონტრაქტო სერვისებზე. Samsung-მა მინიშნება გააკეა, რომ წლის მეორე ნახევარში მოუწევს ფასები გაზარდოს კონტრაქტულ სერვისებზე, რათა უზრუნველყოს მომავალი პროექტების დაფინანსება. 

წლის მეორე ნახევარში Samsung ელის კომპონენტების მუდმივ დეფიციტს და შეზღუდულ შიდა წარმოების შესაძლებლობებს. უახლესი გეოპოლიტიკური პრობლემები და ჩინეთის ლოქდაუნი უარყოფითად აისახება კომპანიის საქმიანობაზე. მენეჯმენტი ასევე შეშფოთებულია უცხოურ ბაზრებზე დამოკიდებულების მაღალი დონით - კომპანია თავისი შემოსავლის 80%-ზე მეტს სამხრეთ კორეის ფარგლებს გარედან იღებს, საგარეო პოლიტიკის მდგომარეობა კი ჯერჯერობით შორს არის სტაბილურისაგან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.