Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Biostar-მა წარადგინა მაინინგ-ფერმა iMiner 660MX8D2, რომლის საფუძვლად გამოყენებულია RDNA 2 არქიტექტურის მქონე რვა გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 6600. კომპანიის განცხადებით მასზე მხარდაჭერილია GPU-ის მეშვეობით მოპოვებადი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტები, მათ შორის Ethereum, Ethereum Classic, Ravencoin, Ergo და ა.შ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Biostar 

ორი თვის წინ Biostar-მა ასევე გამოუშვა მაინინგ-ფერმა iMiner A588X8D2, რომელიც მოიცავს რვა Radeon RX 580 გრაფიკულ ბარათს. მისი Ethereum-მაინინგის წარმადობა 232 Mhash/s-მდეა. ახალი iMiner 660MX8D2 სისტემის წარმადობა, რომელიც დაფუძნებულია რვა Radeon RX 6600-ზე, არის 248 Mhash/s, ანუ 7%-ით მეტი. 

image.jpeg 

მაინინგ-ფერმა iMiner 660MX8D2-ის შემადგენლობაში შედის დედა დაფა Biostar TB360-BTC D+, რომელიც აღჭურვილია 3.1 გჰც სიხშირეზე მომუშავე ორბირთვიანი პროცესორით Intel Celeron G4900, აგრეთვე მოცემულია DDR4-2666 სტანდარტის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება 120 გბ მოცულობით. სისტემა აღჭურვილია გიგაბიტური ქსელის კონტროლერით Realtek RTL8111H. 

სისტემა იკვებება 2000 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკით, თუმცა რვა Radeon RX 6600-ის ენერგომოხმარების დონე არაუმეტეს 1056 ვატია ოპტიმიზაციის გათვალისწინების გარეშეც კი. ასე რომ ხელმისაწვდომია კვების მარაგი. 

image.jpeg 

ფერმა იმუშავებს ოპერაციულ სისტემებზე -  Windows 10, HiveOS ან Linux. iMiner 660MX8D2-ის ფასი და ხელმისაწვდომობის ვადა კომპანიას არ გამოუცხადებია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.