Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Starlink-მა უკვე დადო კონტრაქტი JSX-ის თვითმფრინავების კარგი ინტერნეტ-კავშირი უზრუნველსაყოფად, ამჟამად კი Hawaiian Airlines შეუერთდა მათ რიცხვს, ვისაც სურს ახალი რევოლუციური ტექნოლოგიების გამოცდა. Starlink-ის მფლობელი კომპანია გვპირდება, რომ მომავალ წელს დაუკავშირდება ავიაკომპანიის თვითმფრინავებს, ხოლო ავიაკომპანიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ წვდომა გამონაკლისის გარეშე ყველასთვის უფასო იქნება რა თქმა უნდა მათთვის, ვინც Hawaiian Airlines-ს აირჩევს. 

SpaceX-ისთვის ეს უნდა იყოს მთავარი მიღწევა და გარღვევა ავიაკომპანიებთან მუშაობის სფეროში, რადგან ეს არის პირველი კონტრაქტი დიდ ავიაკომპანიასთან. შეგახსენებთ, რომ ადრე კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ჩარტერულ გადამზიდავ JSX-თან და ასევე განახორციელა ქსელის ტესტირება Delta-ს თვითმფრინავებზე. 

ვიაკომპანიის ასეთი მასშტაბური გეგმები შესაძლოა აიტაცონ სხვა ავიაგადამზადავებმაც, სამომავლოდ SpaceX-თან კონტრაქტები და თვითმფრინავებში ინტერნეტთან უფასო წვდომა შესაძლოა წარმოადგინონ ყველაზე მოწინავე კომპანიებმა. 

„ჩვენ არ დაგვიწყია Starlink-ის ქსელის ტესტირების პროცესი ჩვენს თვითმფრინავებში, გვაქვს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას პროდუქტის გამოსაყენებლად“. ამის შესახებ განაცხადა Hawaiian Airlines-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორმა. 

კომპანია გარიგების დეტალებს არ ასაჯაროებს. ამ დროისთვის Wi-Fi ქსელი არ არის უზრუნველყოფილი, თუმცა დირექტორმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებული იყო მისი სიჩქარით. კომპანიის ყველა მომავალი და ამჟამინდელი თვითმფრინავი Starlink-ით იქნება აღჭურვილი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.