Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა ZenBook სერიის ლეპტოპების ასორტიმენტი შეავსო ორი ახალი მოდელით, ესენია ZenBook S 13 OLED და ZenBook Pro 15 Flip OLED. პირველ მათგანს აქვს AMD-ის უახლესი პროცესორები და გრაფიკა, მეორეს კი - მე-12 თაობის Intel Core ჩიპები და Arc Alchemist ვიდეო დაფები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

მოდელ ZenBook S 13 OLED-ს აქვს 13.3-დუიმიანი სენსორული დისპლეი, რომლის გვერდების შეფარდებაა 16:10, გაფართოება - 2880 × 1800 პიქსელი, რეაქციის დრო 0.2 ილიწამი და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. პანელი დაფარულია დამცავი საფარით Corning Gorilla Glass NBT. 

ლეპტოპს საფუძვლად უდევს Rembrandt სერიის, Zen 3+ არქიტექტურის მქონე 6-ნანომეტრიანი ჩიპი Ryzen 7 6800U. ეს გახლავთ 8-ბირთვიანი და 16-ნაკადიანი პროცესორი 2.7 გჰც სიხშირით, რომელსაც შეუძლია 4.7გჰც-მდე ავტომატური აჩქარება. ჩიპში მხარდაჭერილია DDR5 მეხსიერება და ASUS აქტიურად იყენებს ამ მახასიათებელს. ლეპტოპს აქვს LPDRR5-6400 სტანდარტის 16 გბ-მდე ოპერატიული მეხსიერება. პროცესორის შემადგენლობაში აგრეთვე მოცემულია RDNA 2 არქიტექტურაზე აგებული ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვი Radeon 680M 12 გამომთვლელი ბლოკით, რომელიც 2.2 გჰც სიხშირეზე მუშაობს. 

image.jpeg 

ASUS ZenBook S 13 OLED 

ZenBook S 13 OLED-ის სხვა მახასიათებლებიდან აღსანიშნავია NVMe PCIe 4.0 SSD 1 ტბ მოცულობით და 6500 მბ/წმ ჩაწერის სიჩქარით, აუდიოსისტემა Harman Kardon, Dolby Vision და Dolby Atmos ტექნოლოგიების მხარდაჭერა, აგრეთვე უსადენო სტანდარტი Wi-Fi 6E. ლეპტოპს აქვს სამი USB Type-C პორტი და ერთი 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ეს ყველაფერი თავმოყრილია მაგნიუმ-ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ მსუბუქ კორპუსში, რომლის წონა 1 კილოგრამია. კომპანიის განცხადებით 67 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა უზრუნველყოფს 10 საათამდე ავტონომიურ მუშაობას. 

image.jpeg 

ASUS ZenBook Pro 15 Flip OLED 

ZenBook Pro 15 Flip OLED-ს საფუძვლად უდევს 15-ბირთვიანი და 20-ნაკადიანი Intel Core i7-12700H ჩიპი ექვსი მაღალი წარმადობისა და რვა ენერგოეფექტური ბირთვით. მაღალი წარმადობის ბირთვის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 4.7 გჰც-ს, ენერგოეფექტურისა - 3.5 გჰც. მოდელ ZenBook Pro 15 Flip OLED-ს ასევე აქვს LPDDR5 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, რომელიც მუშაობს უფრო დაბალ, 4800 მჰც სიხშირეზე. 

ლეპტოპის გრაფიკული ქვესისტემა წარმოდგენილია უახლესი დისკრეტული ამაჩქარებლით Intel Arc A370M, რომელსაც აქვს 6 Xe ბირთვი, 6 ბლოკი რეითრეისინგისთვის და 6 გბ GDDR6 მეხსიერება. ASUS-ის თქმით ლეპტოპი წარმოდგენილი იქნება Intel-ის რამდენიმე ვიდეო დაფით. სავარაუდოდ, საუბარი ეხება ნაკლები წარმადობის Arc 350M მოდელებს ან ინტეგრირებულ Iris Xe-ს, როგორც ვარიანტებს. 

NVMe მყარი დისკის მოცულობა იქნება 1 ტერაბაიტამდე, სიჩქარ 3200 მბ/წმ, რაც ZenBook S 13 OLED მოდელის მაჩვენებლის ნახევარია. 

image.jpeg 

ASUS ZenBook Pro 15 Flip OLED 

ZenBook Pro 15 Flip OLED-ს აქვს 180 გრადუსით მბრუნავი დისპლეი გვერდების შეფარდებით 16:9, გაფართოებით 2880 × 1620 პიქსელი, 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირითა და 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამის მხარდაჭერით. 

ლეპტოპში აგრეთვე წარმოდგენილია ინფრაწითელი ვებ-კამერა, კლავიატურა ერთზონიანი RGB-განათებით, Dolby Vision და Dolby Atmos ტექნოლოგიების მხარდაჭერა, ორი პორტი Thunderbolt 4 (Type-C), ერთი HDMI 2.0 და Wi-Fi 6E სტანდარტის მხარდაჭერა. ლეპტოპი იწონის 1.8 კგ-ს და აქვს 96 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა. 

ორივე ლეპტოპში დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 11 Pro, მხარდაჭერილია სტილუს ASUS Pen 2.0. მოწყობილობების ღირებულება და გამოშვების დრო ჯერ არ გამოცხადებულა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.