Jump to content

Recommended Posts

Posted

ნახევარგამტარი კომპონენტების საკონტრაქტ მწარმოებელი TSMC არ გეგმავს თავის სერვისებზე ფასების შემცირებას მოსალოდნელი გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც კი, წერს DigiTimes. ამის შესახებ პირველი ფინანსური კვარტალის დახურვის შემდეგ შეხვედრისას განაცხადა ტაივანური კომპანიის ხელმძღვანელმა C.C. Wei-მ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: DigiTimes 

„ჩვენი საფასო პოლიტიკა არის სტრატეგიული და არა ოპორტუნისტული ან მოკლევადიანი. მომხმარებლებ ესმით რას ვაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ მათი [მომხმარებლების] ზრდა“, უპასუხა ვეიმ კითხვაზე - გეგმავს თუ არა TSMC თავისი სერვისების ფასების ხელახლა კორექტირებას, რათა ასახავდეს ბაზრის დინამიკას. 

ნახევარგამტარი პროდუქციის მწარმოებლებმა ზედიზედ შეცვალეს ფასები ბოლო ხუთი კვარტლის განმავლობაში, წერს DigiTimes ინდუსტრიულ წყაროებზე დაყრდნობით. ისინი აპირებენ შეაჩერონ ფასების მატება, მაგრამ არ გეგმავენ შემცირებას. 

თავის მხრივ ჩიპების მწარმოებლები იძულებულნი არიან შეამცირონ ჩიპების ფასები, რადგან არახელსაყრელი მაკროეკონომიკური პირობები იწვევს პერსონალურ კომპიუტერებსა და სხვა სამომხმარებლო ელექტრონიკაზე მოთხოვნის შემცირებას. ჩიპების დეველოპერები საკუთარი საწარმოო საშუალებების გარეშე ემზადებიან უფრო დაბალი მოგებისთვის წელს, აღნიშნავს გამომცემლობა. 

ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს ჩიპები საავტომობილო ინდუსტრიისა და საწარმოო დანიშნულების პროდუქტებისთვის. მათი წარმოების მოცულობის გაზრდისთვის კომპანიები იყენებენ იმ სიმძლავრეებს, რაც ადრე სამომხმარებლო ელექტრონიკისთვის განკუთვნილი ჩიპების წარმოებაში გამოიყენებოდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.