Magdalena Posted April 20, 2022 Posted April 20, 2022 Bloomberg-ის ინფორმაციის თანახმად, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკას ემყარება, ჩინეთის ინდუსტრიულ რეგიონებში მარტის ლოქდაუნმა გამოწვია ნახევრადგამტარი კომპონენტების წარმოების მოცულობის შემცირება 4.2%-ით. ამაზე მეტად ჩიპების წარმოება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შემცირდა 2019 წელს - 8.7%-ით. ფოტოს წყარო: TSMC წყაროს ინფორმაციით სწორედ ლოქდაუნმა იქონია მთავარი გავლენა რეგიონში ჩიპების წარმოებაზე, რამაც შეამცირა კომპონენტებზე მოთხოვნა მათზე დაფუძნებული ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების მხრიდან. ამავდროულად, მაკროეკონომიკური არასტაბილურობა და გეოპოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ამცირებს მოთხოვნას სმარტფონებსა და სამომხმარებლო ელექტრონიკის გარკვეულ ტიპებზე, შეიძლება მიეკუთვნებოდეს მეორად ფაქტორებს. თუმცა ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენად მალე იმოქმედებს მიმდინარე თვეში მოთხოვნის შემცირება ნახევარგამტარი კომპონენტების საკონტრაქტო მწარმოებლების საქმიანობაზე. ისინი მზად არიან ასეთი სცენარისთვის, თუ ვიმსჯელებთ TSMC-ის ხელმძღვანელობის კომენტარებით. https://tinyurl.com/2p97su8z Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.