Jump to content

Recommended Posts

Posted

დიდ გეიმინგ კომპანიებში არსებობს აუდიტორიისთვის გამოკითხვის სიების გაგზავნის პრაქტიკა. გამოკითხვის თემები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: თამაშების შესახებ აზრის გამოთქმიდან დაწყებული - კომპანიის მოქმედების ვექტორზე თანხმობა/უარით დამთავრებული. ამჟამად ქსელის მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ Activision Blizzard-მა გაუგზავნა გამოკითხვა, რომლის თემა სხვა საკითხებთან ერთად იყო გეიმერების დამოკიდებულება NFT-პროექტებისადმი და თამაშებსშიდა აქტივობებით კრიპტოვალუტების გამომუშავების შესაძლებლობა. 

image.jpeg 

რთული არ არის მიხვედრა, რომ მსგავს კითხვარს Activision Blizzard ტყუილად არ გაუგზავნიდა მომხმარებლებს. როგორც ჩანს, ჰოლდინგი ნიადაგს უმოწმებს შესაძლებლობას - დანერგოს ხსენებული ელემენტები სამომავლო თამაშებში. 

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ NFT-ები (ე.წ. არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენები) როგორც ფენომენი, მოთამაშეებმა მიიღეს უკიდურესად უარყოფითად: კომპანიებმა, რომლებმაც საკუთარ თავს ასეთი განცხადებების გაკეთებ უფლება მისცეს, რეპუტაციის მხრივ დიდი ზარალი განიცადეს და ბოდიშის მოხდა და გეგმებზე უარის თქმაც კი მოუწიათ. კრიპტოვალუტებთან, რომელთა მიმართ რიგითი გეიმერები კიდევ უფრო უარყოფითად არიან განწყობილნი ვიდეო დაფების სრული დეფიციტის გამო, ამ მხრივ ყველაფერი ბევრად რთულადაა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.