Jump to content

Recommended Posts

Posted

IT ინდუსტრიის კომპანიების კონსორციუმი, რომელსაც შეუერთდა Adobe, Microsoft, Intel, Twitter, Sony, Nikon, BBC და Arm, აპირებს უახლოეს წლებში დანერგოს ფოტოსა და ვიდეო თენტიფიკაციის სტანდარტი, რომელიც ხელს შეუშლის ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გლობალურ ქსელი. მექანიზმს საფუძვლად დაედება ბლოკჩეინ-ტექნოლოგია. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Pixabay/SarahRichterArt 

Nikkei Asian Review-ს ინფორმაციით კონსორციუმის სახელია Coalition for Content Provenance and Authenticity (C2PA). კომპანია Adobe, როგორც პოპულარული ფოტო და ვიდეო აპლიკაციების შემქმნელი, ელის, რომ ავტორიზაციის მექანიზმების ელემენტები გამოჩნდება მიმდინარე წლის ბოლოს. რამდენიმე წელიწადში ჩამოყალიბდება მზა ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს აკონტროლო ფოტო და ვიდეო მასალების ავთენტურობა მათი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე. 

როგორც ცნობილია, თანამედროვე ნეიროქსელები საშუალებას იძლევა შეიქმნას რეალურის მსგავსი ვიდეოები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის, რიგით მომხმარებელს კი ყოველთვის არ გააჩნია საკმარისი გამოცდილება სიყალბის გამოვლენისთვის. კომპანიების კოალიცია აპირებს ბლოკჩეინის საფუძველზე შექმნას ტექნიკური სტანდარტი, რომელიც ფოტო-ვიდეო მასალების ავთენტურობის გარანტიას იძლევა. Adobe ამ საკითხზე ორწელიწადნახევარია მუშაობს და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, სანამ პლატფორმები მიიღებენ მასალების ავთენტურობის გადამოწმების ეფექტურ მექანიზმებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.