Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

Bitcoin-ბირჟა Bitstamp-მა მოითხოვა მომხმარებლებისგან დამატებითი პერსონალური ინფორმაცია მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობის მოტივით. 

Cointelegraph-ის მიერ მოპოვებულ წერილში კომპანიამ მოითხოვა მომხმარებლებისგან  პლატფორმაზე დეპონირებული ფიატისა და ციფრული აქტივების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღება. 

ბირჟამ წარადგინა დოკუმენტების ნიმუშების ჩამონათვალი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია ფულის წყაროს დადასტურება. კრიპტოვალუტების შემთხვევაში სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად გათვალისწინებულია შეტანა/გატანის ელექტრონული წერილები, საფულეების სქრინშოთები, საკრედიტო ბარათის ამონაწერი, ციფრული აქტივების ანგარიშები და გადახდის კონტრაქტები.  

კომპანია ამჟამად ითხოვს მონაცემებს მოქალაქეობის, დაბადების ადგილის, საგადასახადო რეზიდენტობის შესახებ. Bitstamp-მა მომხმარებლებისგან ასევე მოითხოვა ინფორმაცია წლიური შემოსავლის, კუთვნილი კაპიტალის, პლატფორმაზე სავარაუდო აქტივობისა და წლიური სავარაუდო დეპოზიტის შესახებ. 

„თუ გსურთ გააგრძელოთ ჩვენი სერვისების გამოყენება, უნდა განაახლოთ თქვენი ექაუნთი, რადგან ზოგიერთი ინფორმაცია მოძველებულია. მადლობის ნიშნად ჩვენ დაგაჯილდოვებთ 25 აშშ დოლარის ოდენობის ბონუსით მას შემდეგ, რაც დაასრულებთ მოთხოვნების შესრულებას“ - ნათქვამია ბირჟის განცხადებაში. 

Reddit-ზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად Bitstamp-მა დახურა თანხების გატანის შესაძლებლობა ევროკავშირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არ დაუდასტურებიათ დეპოზიტების წარმომავლობა. 

image.jpeg 

წყარო: Reddit. 

პირმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ Bitstamp-ის თანამშრომელი იყო, შეტყობინებას უპასუხა: 

„ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრს ვითხოვთ და ეს დიდი დისკომფორტია. თუმცა, გთხოვთ, გესმოდეთ, რომ უნდა დავემორჩილოთ მარეგულირებელ ორგანოებს, თუ გვინდა გავაგრძელოთ თქვენი მომსახურება.” 

შეგახსენებთ, 2021 წლის იანვარში ბირჟამ შემოიღო დამატებითი KYC პროცედურები ნიდერლანდელი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურდაფულის გადატანა გარე საფულეებში. ეს გამოწვეული იყო ქვეყანაში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ახალი რეგულაციების ძალაში შესვლით ევროკავშირის სტანდარტებისა და FATF-ის რეგულაციების შესაბამისად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.