Magdalena Posted April 16, 2022 Posted April 16, 2022 ონლაინ-ბროკერ Robinhood-მა დაამატა ოთხი ახალი კრიპტოვალუტის მხარდაჭერა - Solana, Polygon, Compound და Shiba Inu. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ბლოგში განაცხადა. ჯერჯერობით მომხმარებლებს შეუძლიათ მხოლოდ ამ კრიპტო აქტივების ყიდვა და გაყიდვა, საფულეების შევსების და თანხების გამოტანის შესაძლებლობა მოგვიანებით გამოჩნდება, განმარტა Robinhood-მა. „გასულ წელს ჩვენი მომხმარებლები მუდმივად ითხოვდნენ ორ რამეს: მონეტების გაგზავნისა და მიღების შესაძლებლობას და კრიპტოვალუტების უფრო ფართო არჩევანს. პირველი მოთხოვნის საპასუხოდ ჩვენ უკვე გავააქტიურეთ კრიპტო საფულეები ყველასთვის, ვინც მოლოდინში იყო - ანუ 2 მილიონზე მეტი ადამიანისთვის. ახლა კი მოხარულნი ვართ, რომ მოვახერხეთ შემდეგი პუნქტის მოგვარებაც“, - აღნიშნეს კომპანიაში. საბროკერო სერვისების მიმართულების ხელმძღვანელმა სტივ ქუირქმა აღნიშნა, რომ მონეტების არჩევისას Robinhood-ში ისინი შეაფასეს „ძველი წესების ნაკრების“ მიხედვით. მისი თქმით, პლატფორმა უნდა დარჩეს უსაფრთხო და საგანმანათლებლო სივრცედ. შეგახსენებთ, 2021 წლის ივლისში Robinhood-ის თანადამფუძნებელმა კრიპტოვალუტებს უწოდა კომპანიის განვითარების ქვაკუთხედი. https://tinyurl.com/36kcvjj9
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now