Jump to content

Recommended Posts

Posted

კვალიფიციური კადრების გლობალური დეფიციტის ფონზე Intel აამოქმედებს ორ სასწავლო პროგრამას - ჯერჯერობით მხოლოდ ორეგონის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც კარიერის გაკეთება სურთ ნახევარგამტარი კომპონენტების წარმოებაში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

ერთ-ერთი პროგრამა წარმოადგენს ორკვირიან ინტენსიურ კურსს, რომელიც ითვალისწინებს კოლეჯის სტუდენტების გარდაქმნას ქარხნების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტებად. მეორე კი არის საპილოტე პროგრამა ქალაქ ჰილსბოროს უფროსკლასელთათვის. იგი მოსწავლეებს წარუდგენს ტექნოლოგიური ინდუსტრიის შესაძლებლობებს და მიმართულია პოტენციური დასაქმებულების მოზიდვისკენ 

Intel უმსხვილესი კორპორატიული დამსაქმებელია ორეგონის შტატში, ვაშინგტონის კამპუსებში კომპანიაზე მუშაობს 22 ათასი ადამიანი. Intel-მა მიმდინარე კვირაში ოფიციალურად განაცხადა კვლევით საწარმო D1X-ის გაფართოების შესახებ - ახალი პროექტი შეფასებულია 3 მლრდ აშშ დოლარად და 1700-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. 

თუმცა, როგორც ბევრ დამსაქმებელს, Intel-საც უჭირს ახალი სპეციალისტების პოვნა. ორეგონში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება და შტატს ფაქტიურად იმაზე ნაკლები უმუშევარი ჰყავს, ვიდრე სამუშაო ადგილები დარჩა. გასულ შემოდგომაზე Intel-მა ჩაატარა მასიური რადიო და სატელევიზიო სარეკლამო კამპანია, რომლითაც ეძებდა ტექნიკოსებს ქარხნებში სამუშაოდ. მსგავსი რეკლამა ადგილობრივ ავტობუსებზე დღემდეა განთავსებული. 

ტექნიკური სპეციალისტები, როგორც წესი, არიან მუშები, რომლებიც უშუალოდ ურთიერთობენ კომპიუტერული ჩიპების წარმოებისთვის განკუთვნილ ინსტრუმენტებთან. მათი გამოცდილებაა საზოგადოებრივ კოლეჯში ორწლიანი სწავლების პერიოდი, სწავლის ახლად დამთავრებულებისთვის საშუალო წლიური ანაზღაურებაა 60 ათასი აშშ დოლარი. 

Intel-ის ორკვირიანი Quick Start პროგრამა ეფუძნება ანალოგიურ ინიციატივას, რომელიც უკვე განხორციელდა არიზონაში, სადაც Intel ასევე აქტიური მონაწილეა შრომი ბაზარზე. სტუდენტები, რომლებიც დაასრულებენ პროგრამას, იღებენ დამატებით ქულებს კოლეჯში და კურსის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. ჰილსბოროს საშუალო სკოლის საპილოტე პროგრამის ფარგლებში ათობით საშუალო სკოლის მოსწავლე გაეცნობინდუსტრიაში მუშაობის შესაძლებლობებსა და სარგებელს. Intel მუშაობს რამდენიმე ორგანიზაციასთან, მათ შორის ქალაქისა და სკოლის მმართველებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მოსალოდნელია, რომ პროგრამის რეალიზაცია ივნისში დამტკიცდება. 

Intel ხაზს უსვამს, რომ მომავალში პროგრამები განხორციელდება მთელი შტატის მასშტაბით სხვადასხვა წარმოშობის სტუდენტებისთვის, მათ შორის სოფლებში მცხოვრებთათვის - კომპანია აპირებს რაც შეიძლება მეტი ახალი ადამიანის მოზიდვას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.