Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა წარადგინა TUF სერიის ახალი გრაფიკული დაფა, რომელიც დაფუძნებულია NVIDIA Ampere არქიტექტურაზე. თუმცა 2020 წლის ბოლოდან გამოშვებული RTX 30 სერიის სხვა TUF მოდელებისგან განსხვავებით RTX 3050 ვიდეო დაფებს აქვს ორი ქულერის მქონე გაგრილების სისტემა. ამჯერად ASUS-ს აქვს სერიები სამი ქულერით (ROG STRIX), ორი ქულერით (TUF Gaming) და ერთი ქულერით (Phoenix), რომლებიც დამყარებულია ერთსა და იმავე გრაფიკულ პროცესორზე. 

image.png 

RTX 3050 TUF მოდელს აქვს სრულიად ინდივიდუალური კონსტრუქცია 2.8-სლოტიანი გაგრილების სისტემით და დისპლეიზე output-ების არასტანდარტული კონფიგურაციით. ამ მოდელს, რომელსაც ხშირად Radeon RX 6500XT-ს ადარებენ, შედარებით მეტი ინტერფეისი აქვს: ორი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 1.4. 

image.png 

ASUS-მა გამოუშვა RTX 3050 TUF დაფის ორი მოდელი, რომელთაგან ერთია აჩქარებული ვერსია OC Edition ტაქტის სიხშირი 1845 მჰც (აჩქარებისას 1875 მჰც), მეორე კი - სტანდარტული ვერსია 1700 მჰც სიხშირით (აჩქარებისას 1807 მჰც). გარდა ამისა, ორივე დაფას აქვს ორმაგი BIOS წინასწარ დაყენებული Quiet ან Gaming პარამეტრებით. 

image.png 

ამ დროისთვის ახალი ვიდეო დაფის გაყიდვის თარიღი კომპანიას არ გამოუცხადებია. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.