Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ციფრული ოქროსა და კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს 2023 წლის ზაფხულამდე. ამგვარი პროგნოზი გააკეთა Galaxy Digital-ის სავაჭრო განყოფილების ხელმძღვანელმა ჯეისონ ურბანმა. 

მ მოვლენის ამოძრავებელ ძალებს შორის ტოპ-მენეჯერმა დაასახელა ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ ციფრული აქტივების შემდგომი მიღება. 

„წლის დაწყებისას შესაძლებელი იყო მეთქვა, რომ ვვარაუდობ Bitcoin-ის ფასად 100 ათას აშშ დოლარს, Ethereum-ისას კი - 6500-დან 7000-მდე აშშ დოლარის ფარგლებში. მივიჩნევ თუ არა, რომ ამ გზაზე კრიპტოვალუტებს წინაღობა შეხვდებათ? პოტენციურად კი. ექნება ამას მნიშვნელობა? - არა! წლის ბოლოს თუ არა, 2023 წლის პირველ ან მეორე კვარტალში ეს მოხდება. ვხედავ ინვესტორების უზარმაზარ რაოდენობას, რომელთა წყალობით ბაზრის აღმასვლა გაგრძელდება“ - განმარტა ურბანმა. 

Galaxy Digital-ის წარმომადგენელმა დაუშვა, რომ დროთა განმავლობაში Ethereum Bitcoin-ს უკან ჩამოიტოვებს კაპიტალიზაციის სიდიდით. 

ინვესტორებმა დაიწყეს სმარტ-კონტრაქტების ძალის გაცნობიერება. Ethereum - ეს არის, ის, რაც საჭიროა ახალი იდეებისთვის. ეს არის სპილენძი, Bitcoin კი - ციფრული ოქრო“ - განაცხადა მან. 

ტოპ-მენეჯერის აზრით, პროცესს შესაძლოა დრო დასჭირდეს. ურბანს ეჭვი ეპარება, რომ ლიდერის ცვლილება შეიძლება უახლოეს ორ-სამ წელში მოხდეს, თუმცა მან მსგავსი სცენარი არ გამორიცხა. 

შეგახსენებთ, ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელ არტურ ჰეიესის პროგნოზით მოხდება Ethereum-ის ზრდა 10 ათას აშშ დოლარს ზემოთ მიმდინარე წლის ბოლოსთვის. 

ადრე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასი კვლავ გაიზრდება, როგორც კი ფედერალური სარეზერვო სისტემა პაუზას აიებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების საკითხში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.