Magdalena Posted April 13, 2022 Posted April 13, 2022 ციფრული ოქროსა და კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს 2023 წლის ზაფხულამდე. ამგვარი პროგნოზი გააკეთა Galaxy Digital-ის სავაჭრო განყოფილების ხელმძღვანელმა ჯეისონ ურბანმა. ამ მოვლენის მამოძრავებელ ძალებს შორის ტოპ-მენეჯერმა დაასახელა ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ ციფრული აქტივების შემდგომი მიღება. „წლის დაწყებისას შესაძლებელი იყო მეთქვა, რომ ვვარაუდობ Bitcoin-ის ფასად 100 ათას აშშ დოლარს, Ethereum-ისას კი - 6500-დან 7000-მდე აშშ დოლარის ფარგლებში. მივიჩნევ თუ არა, რომ ამ გზაზე კრიპტოვალუტებს წინაღობა შეხვდებათ? პოტენციურად კი. ექნება ამას მნიშვნელობა? - არა! წლის ბოლოს თუ არა, 2023 წლის პირველ ან მეორე კვარტალში ეს მოხდება. ვხედავ ინვესტორების უზარმაზარ რაოდენობას, რომელთა წყალობით ბაზრის აღმასვლა გაგრძელდება“ - განმარტა ურბანმა. Galaxy Digital-ის წარმომადგენელმა დაუშვა, რომ დროთა განმავლობაში Ethereum Bitcoin-ს უკან ჩამოიტოვებს კაპიტალიზაციის სიდიდით. „ინვესტორებმა დაიწყეს სმარტ-კონტრაქტების ძალის გაცნობიერება. Ethereum - ეს არის, ის, რაც საჭიროა ახალი იდეებისთვის. ეს არის სპილენძი, Bitcoin კი - ციფრული ოქრო“ - განაცხადა მან. ტოპ-მენეჯერის აზრით, პროცესს შესაძლოა დრო დასჭირდეს. ურბანს ეჭვი ეპარება, რომ ლიდერის ცვლილება შეიძლება უახლოეს ორ-სამ წელში მოხდეს, თუმცა მან მსგავსი სცენარი არ გამორიცხა. შეგახსენებთ, ბირჟა BitMEX-ის თანადამფუძნებელ არტურ ჰეიესის პროგნოზით მოხდება Ethereum-ის ზრდა 10 ათას აშშ დოლარს ზემოთ მიმდინარე წლის ბოლოსთვის. ადრე Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასი კვლავ გაიზრდება, როგორც კი ფედერალური სარეზერვო სისტემა პაუზას აიღებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების საკითხში. https://tinyurl.com/39ty5a94 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.