Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

კონფერენცია GTC-ზე NVIDIA-ს პრეზენტაცია გრანდიოზული აღმოჩნდა. კომპანიამ წარადგინა მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი თავისი პირველი ARM-პროცესორები კოდური დასახელებით Grace, აგრეთვე „სუპერჩიპები“, რომლებშიც მაღალსიჩქარიანი მაკავშირებლით შესაძლებელია გაერთიანდეს ორი ასეთი პროცესორი ერთსუპერპროცესორად“ ან შეიქმნას გამომთვლელ პროცესორ Grace-ის კომბინაცია გრაფიკულ Hopper-თან. კომპანიის მონაცემებით ორი Grace-ის მქონე 144-ბირთვიანი სუპერჩიპი წარმადობით ერთნახევარჯერ აღემატება NVIDIA DGX A100-ს. როგორც Tom’s Hardware აღნიშნავს, ეს არ არის შედარების საუკეთესო ვარიანტი, რადგან DGX A100-ში გამოყენებულია AMD-ის წინა თაობის სერვერული პროცესორები - Rome სერიის 64-ბირთვიანი EPYC 7742. რესურსის სპეციალისტებმა უფრო საინტერესო შედარება იპოვეს Intel-ის პროცესორებთან. 

NVIDIA Accelerated Computing-ის ვიცე-პრეზიდენტმა Ian Buck-მა GTC-ზე ცალკე პრეზენტაცია გამართა, სადაც სუპერჩიპი Grace შეადარეს ამჟამინდელი თაობის Intel Ice Lake-ს ამინდის პროგნოზირების ამოცანებში (Weather Research and Forecasting). NVIDIA ამტკიცებს, რომ Grace ორჯერ უფრო სწრაფი და 2.3-ჯერ უფრო ენერგოეფექტური 36-ბირთვიან და 72-ნაკადიან Intel Xeon Platinum 8360Y პროცესორთან შედარებით. 

შედეგები შთამბეჭდავია, მაგრამ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ Grace-ს, დიდი ალბათობით, ასეთი დიდი უპირატესობა არ ექნება სამომავლო Intel Sapphire Rapids-თან შედარებით, ასევე იგი შესაძლოა წარმადობითა და ეფექტურობით აღმოჩნდეს დაახლოებით იმავე დონეზე, რაზეც Milan სერიის AMD EPYC პროცესორები. ნებისმიერ შემთხვევაში, NVIDIA Grace ძალიან ძლიერი პროდუქტია HPC სეგმენტში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.