Magdalena Posted April 13, 2022 Posted April 13, 2022 კონფერენცია GTC-ზე NVIDIA-ს პრეზენტაცია გრანდიოზული აღმოჩნდა. კომპანიამ წარადგინა მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი თავისი პირველი ARM-პროცესორები კოდური დასახელებით Grace, აგრეთვე „სუპერჩიპები“, რომლებშიც მაღალსიჩქარიანი მაკავშირებლით შესაძლებელია გაერთიანდეს ორი ასეთი პროცესორი ერთ „სუპერპროცესორად“ ან შეიქმნას გამომთვლელ პროცესორ Grace-ის კომბინაცია გრაფიკულ Hopper-თან. კომპანიის მონაცემებით ორი Grace-ის მქონე 144-ბირთვიანი სუპერჩიპი წარმადობით ერთნახევარჯერ აღემატება NVIDIA DGX A100-ს. როგორც Tom’s Hardware აღნიშნავს, ეს არ არის შედარების საუკეთესო ვარიანტი, რადგან DGX A100-ში გამოყენებულია AMD-ის წინა თაობის სერვერული პროცესორები - Rome სერიის 64-ბირთვიანი EPYC 7742. რესურსის სპეციალისტებმა უფრო საინტერესო შედარება იპოვეს Intel-ის პროცესორებთან. NVIDIA Accelerated Computing-ის ვიცე-პრეზიდენტმა Ian Buck-მა GTC-ზე ცალკე პრეზენტაცია გამართა, სადაც სუპერჩიპი Grace შეადარეს ამჟამინდელი თაობის Intel Ice Lake-ს ამინდის პროგნოზირების ამოცანებში (Weather Research and Forecasting). NVIDIA ამტკიცებს, რომ Grace ორჯერ უფრო სწრაფი და 2.3-ჯერ უფრო ენერგოეფექტურია ორ 36-ბირთვიან და 72-ნაკადიან Intel Xeon Platinum 8360Y პროცესორთან შედარებით. შედეგები შთამბეჭდავია, მაგრამ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ Grace-ს, დიდი ალბათობით, ასეთი დიდი უპირატესობა არ ექნება სამომავლო Intel Sapphire Rapids-თან შედარებით, ასევე იგი შესაძლოა წარმადობითა და ეფექტურობით აღმოჩნდეს დაახლოებით იმავე დონეზე, რაზეც Milan სერიის AMD EPYC პროცესორები. ნებისმიერ შემთხვევაში, NVIDIA Grace ძალიან ძლიერი პროდუქტია HPC სეგმენტში. https://tinyurl.com/5fbtxvwh Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.