Jump to content

Recommended Posts

Posted

უახლესი ინფორმაციის თანახმად Samsung Electronics-სა და LG Display-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ახალი OLED პანელების მიწოდებაზე ძირითადად შესაბამისი პროდუქტების დაბალბიუჯეტურ სეგმენტზეა ორიენტირებული. ამის შესახებ გამომცემლობა The Elec  გვაცნობებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: LG Display 

კომპანია Samsung შემოსავლის თვალსაზრისით უმსხვილესია, იგი მიმდინარე წელს პირველად უშვებს OLED-მოდელებს მრავალწლიანი პაუზის შემდეგ. ტელევიზორებისთვის განკუთვნილ პანელებს იგი Samsung Display-სა და LG Display-სგა შეისყიდის. 

LG Display-სთან მიმართებაში კომპანია Samsung ძირითად ყურადღებას ამახვილებს M-სერიის OLED-პანელების შეძენაზე, რომელზე იაფი მოდელები LG-ს პორტფოლიოში არ არსებობს. ცნობილია, რომ კომპანია უშვებს სამი სერიის OLED-პანელებს: R, P და M. R მიეკუთვნება პრემიუმ სეგმენტს და უზრუნველყოფს 200 ნიტ სიკაშკაშეს, P და M – 180 და 150 ნიტს, შესაბამისად. Samsung-ის მიზანია მაქსიმალურად შეამციროს ტელევიზორების ღირებულება, სწორედ ამიტომ ყიდულობს ყველაზე დაბალბიუჯეტურ ვარიანტებს - პანელების ღირებულებაზე მოდის ტელევიზორის ფასის მესამედი. 

The Elec-ის წყაროების თანახმად Samsung აპირებს ისარგებლოს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სატელევიზიო ბრენდის პოზიციით დაბალბიუჯეტურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. ამავდროულად, LG თავისი ტელევიზორების სერიაში იყენებს სამივე სერიის LG Display მოდელებს. 

მასთან, Samsung-მა LG-ს სთხოვა 200-ნიტიანი R-სერიის პანელების გაყიდვა უფრო ხელმისაწვდომ ფასად. მოკლედ, წყაროები თვლიან, რომ LG Display-ს მხრიდან უარის ალბათობა საკმაოდ დიდია -  Sony-ს და LG Electronics-საც კი LG Display-ს პროდუქცია უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე Samsung ითხოვს. წლის დასაწყისში უკვე გავრცელდა ცნობა, რომ Samsung ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს LG Display-ზე - იგი აქცენტს აკეთებს შესყიდვების დიდ მოცულობებზე და მომწოდებლისგან ითხოვს საფასურის შემცირებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.