Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

კრიპტო პლატფორმა Binance-მა გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს BNB Beacon Chain ქსელის განახლებას და ჰარდფორკს. განახლება განხორციელდება ბლოკის 234.560.000 დონეზე 12 აპრილს. 

განცხადების თანახმად განახლებამდე ცოტა ხნით ადრე პლატფორმა გათიშავს თანხების შეტანა-გატანის შესაძლებლობას BNB Chain ეკოსისტემაში. ოპერაციები განახლდება, როდესაც კომპანია „დარწმუნდება ქსელის სტაბილურ მუშაობაში“. 

BNB Beacon Chain მართვის ქსელისთვის განკუთვნილი ჰარდფორკი Descartes მოიცავს BIP-128 წინადადების გააქტიურებას, რომელიც შექმნილია BNB Chain-ის სტეიკინგის  ჯილდოს განაწილების სისტემის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. 

განახლების შედეგად შემცირდება დატვირთვა  Binance Smart Chain-ის ბლოკჩეინის ე.წ. breath-ბლოკზე. მასზე განაწილდება მხოლოდ ვალიდატორების საკომისიოები. დელეგატების ჯილდოს განათავსებენ ცალკე საცავში და შემდეგ პაკეტებად გადასცემენ ბენეფიციარებს. 

BIP-128 ასევე ადგენს პაკეტის მოცულობას, რომელიც საჭიროა ჯილდოს დროულად განაწილებისთვის. 

image.png 

წყარო: GitHub 

„დელეგატებზე ძირითადი გავლენა არის ის, რომ შეთავაზების გააქტიურების შემდეგ ისინი მიიღებენ ჯილდოებს მცირე დაგვიანებით. თუმცა, ეს შეფერხება შედარებით მცირეა და მისი იგნორირება შესაძლებელია სტეიკინგის პროცესის კონტექსტში“ - აღნიშნეს დეველოპერებმა. 

ჰარდფორკი Descartes გაააქტიურეს ტესტნეტ BNB Beacon Chain-ში მიმდინარე წლის 15 მარტს. 

ადრე Binance Smart Chain ეკოსისტემის გუნდმა განახორციელა პროექტ BNB Chain-ის რებრენდინგი. მასში შედის: 

• BNB Beacon Chain მართვის ქსელი (ყოფილი Binance Chain); 

Blockchain BNB Smart Chain (BSC) - ყოფილი Binance Smart Chain; 

• EVM-თან თავსებადი კონსენსუსის დონეები, მულტიჩეინ-ჰაბების ჩათვლით. 

იანვარში BNB Chain-ის დეველოპერებმა წარადგინეს ეკოსისტემის განვითარების 2022 წლის გეგმა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.