Jump to content

Recommended Posts

Posted

მარტი და აპრილი Tesla-სთვის აღინიშნა ორი ახალი საწარმოს გახსნით - გერმანიასა და ტეხასის შტატში. პირველი ქარხნიდან კომპანია გეგმავს წელიწადში 500 ათასი მანქანის გამოშვებას, მეორეზე კი უფრო დიდი ფსონია დადებული. ოსტინის კონვეირზე არსებული პროდუქციის ასორტიმენტი იქნება უფრო ფართო, საწარმოო სიმძლავრე კი გაიზრდება წელიწადში 1 მილიონი ელექტრომობილის წარმოებამდე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

როგორც Bloomberg აღნიშნავს, ასეთი განცხადება ილონ მასკმა გააკეთა ოსტინში გამართულ ღონისიებაზე, რომელიც ახალი მანქანათმშენებელი საწარმოს გახსნას ეძღვნებოდა. როგორც მასკმა აღნიშნა, სურს, რომ დროთა განმავლობაში Tesla-მ დაიკავოს მსოფლიო ავტობაზრის 20%. ეს განცხადება ეხმაურება კომპანიის სწრაფვას - 2030 წლისთვის ყოველწლიურად გამოუშვას 20 მილიონი ელექტრომობილი მხოლოდ იმ პირობებში, თუკი ამ დროისთვის ყოველწლიურად გაიყიდება დაახლოებით 100 მილიონი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება. 

თუკი ტექსასის ახალი ქარხნის საწარმოო შესაძლებლობებს დავუბრუნდებით, მომავალი წლიდან იგი უკვე აითვისებს ელექტრო პიკაპ Cybertruck-ის, სატვირთო Semi-ს, მეორე თაობის სპორტული მანქანა Roadster-ისა და რობოტ-ჰუმანოიდ Bot-ის (Optimus) წარმოებას. ამჟამად ქარხნიდან უკვე გამოდის ქროსოვერი Tesla Model Y, რომელსაც აქვს 4680 ტიპის უჯრედებზე აწყობილი ბატარეები.  

ზოგადად, ე.წ. Cyber Rodeo ჩვეულებრივ ბაზრობას წააგავდა, რადგან ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ისეთი ატრაქციონები, როგორიცაა მექანიკური ხარები და ტირი, იყიდებოდა Tesla-ს ბრენდის სუვენირები და დამსწრეებს სთავაზობდნენ სწრაფი კვებისა და სასმელების ფართო არჩევანს. მოეწყო თანამედროვე ხელოვნების გამოფენა და ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი - მოამზადონ პერსონალი Tesla-ს ახალი საწარმოსთვის. დროთა განმავლობაში აქ დაახლოებით 20 000 ადამიანი დასაქმდება, რაც ტექსასის შტატში მუშახელის მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით საკმაოდ ამბიციური მიზანია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.