Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ბირჟა BitMEX-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა არტურ ჰეიესმა განმარტა, რატომ იქნება მიმდინარე წელის მეტად მნიშვნელოვანი Ethereum-ისთვის და ისაუბრა საკუთარ პროგნოზზე კრიპტოვალუტის ფასის შესახებ. 

ბიზნესმენის თქმით ზაფხულისთვის დაგეგმილ Proof-of-Stake კონსენსუსის ალგორითმზე ქსელის გადასვლის შემდეგ Ethereum იმოქმედებს, როგორც სასაქონლო ობლიგაცია. შედეგად უზრუნველყოფილი იქნება უფრო მომგებიანი ინვესტიციები პირველი დონის სხვა ბლოკჩეინებთან შედარებით, რომლებიც უმეტესად გადაჭარბებულად არის შეფასებული. 

ჰეისი დარწმუნებულია, რომ Bitcoin ბაზარზე „ვარსკვლავად“ დარჩება. თუმცა, ციფრული ოქრო არის „სუფთა ფული“, რომელსაც საკუთარი პროტოკოლის მიხედვით „არაფერი მოაქვს“. 

BitMEX-ის ყოფილი ხელმძღვანელი დაეყრდნო Ethereum-ის მკვლევარ ჯასტინ დრეიკის მოსაზრებებს, რომლის გამოთვლებით ETH-ის სტეიკერების შემოსავალი ახალ ალგორითმზე გადასვლის შედეგად წლიურად 8%-11.5% იქნება. 

Ethereum-ის ქომიუნითიმ მკაფიოდ გადაწყვიტა, რომ ETH - ეს არის ბირჟის საქონელი, რომელიც ამ კომპიუტერის კვებისთვის გამოიყენება და არა სუფთა ფულადი ინსტრუმენტი“ - განაცხადა ჰეიესმა. 

მან აღნიშნა, რომ 2022 წლის დასაწყისში მისი პორტფელი შედგებოდა BTC-ისა და ETH-ის თანაბარი წილისგან. სამომავლო ცვლილებების გათვალისწინებით ჰეიესი გეგმავს კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის წილის 75%-მდე გაზრდას. 

ბიზნესმენი ასევე თვლის, რომ Proof-of-Stake-ზე გადასვლა Ethereum-ს მიმზიდველს გახდის ტრადიციული აქტივების მმართველებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაიცვან მდგრადი განვითარების პრინციპები. ეს ალგორითმი უფრო ეკოლოგიურად ითვლება Bitcoin-ში ენერგოინტენსიურ Proof-of-Work-თან შედარებით. 

ჰეისმა ხაზი გაუსვა Ethereum-ის უპირატესობას პირდაპირ კონკურენტებთან მიმართებაში რიგი ფუნდამენტური მაჩვენებლებით. 

Ethereum-ს ჰყავს დაახლოებით 4 ათასი დეველოპერი, რაც სამჯერ მეტია Polkadot-ზე“ - განაცხადა მან. 

ჰეიესმა აგრეთვე მიუთითა ფასი-მისამართის თანაფარდობასა და TVL-ებზე და დაასკვნა, რომ ქსელი ნაკლებად ძვირი და უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვა სმარტ-კონტრაქტის პლატფორმები. 

როდესაც ყველაფერი დალაგდება წლის ბოლოს, მე მჯერა, რომ ETH გაიყიდება 10 ათას აშშ დოლარზე მეტად“ - დაასკვნა ჰეისმა. 

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ბიზნესმენმა დანაშაული აღიარა აშშ-ს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე და დათანხმდა 10 მლნ აშშ დოლარის ჯარიმის გადახდას. 

2020 წლის ოქტომბერში აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა BitMEX-ის თანადამფუძნებლებს - ჰეისს, ბენ დელოს, სამუელ რიდს და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელ გრეგ დუიერს საბანკო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.