Jump to content

Recommended Posts

Posted

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ გეგმავს გამოუშვას საკუთარი არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენი (NFT), როგორც ქვეყნის სწრაფვის ნაწილი - გახდეს „მსოფლიო ლიდერი“ კრიპტოვალუტებში. ფინანსთა მინისტრმა Rishi Sunak-მა შესაბამისი ბრძანება სამეფო მონეტარულ კარს გადასცა. არსებული მონაცემებით სამთავრობო NFT ტოკენი მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Matt Cardy / Getty Images 

NFT ტოკენის გამოშვების ინიციატივა სამთავრობო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელმაც დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტების გლობალურ ლიდერობამდე უნდა მიიყვანოს. ასევე გამოცხადდა ხელისუფლების შემდგომი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს მარეგულირებელი ორგანოების მიერ ციფრული აქტივების ბაზრის კონტროლის გამკაცრებას. 

უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება აპირებს გაერთიანებული სამეფოს გადახდის სისტემაში Stablecoin-ების ჩართვას. ასევე იგეგმება კონსულტაციების გამართვა სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებით ვაჭრობის რეგულირების შესახებ. ამავდროულად, საკანონმდებლო კომისია განიხილავს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსს (დეცენტრალიზებული ფინანსური სერვისები, DeFi), ასევე შეისწავლის დეცენტრალიზებული ფინანსებისა და „სტეიკინგის“ საგადასახადო რეჟიმს. პარალელურად შეიქმნება ციფრულ აქტივებთან ურთიერთქმედების სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ ბრიტანელი მინისტრები და მარეგულირებელი ორგანოების ხელმძღვანელები. 

შეგახსენებთ, რომ NFT არის კრიპტოგრაფიული ტოკენების ტიპი, რომლის თითოეული ასლი უნიკალურია და არ შეიძლება შეიცვალოს სხვა მსგავსი ტოკენით. NFT ტოკენები გვევლინება, როგორც ციფრული ობიექტის ავთენტურობისა და უნიკალურობის ერთგვარი სერთიფიკატი. რაც შეეხება Stablecoin-ებს, ისინი წარმოადგენენ კრიპტოვალუტების კლასს, რომელთა კურსი რეგულირდება სუვერენულ ვალუტებთან ან ბირჟის პროდუქტთან მიბმის შედეგად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.