Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

ჩინეთის სახალხო ბანკი (PBOC) ციფრული იუანის (e-CNY) საპილოტე ტესტირებას კიდევ უფრო მეტ ქალაქში გააფართოვებს. მარეგულირებელმა აღნიშნა CBDC-თან დაკავშირებული ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა და ექსპერიმენტის, როგორც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ნაწილის, წარმატება. 

ჩინეთი ციფრულ იუანს 2019 წლის ბოლოდან ტესტავს. 2021 წლის ბოლოს e-CNY-ით შესრულებული ტრანზაქციების მოცულობამ მიაღწია 87.57 მილიარდ იუანს (~ 13,68 მლრდ აშშ დოლარი), დარეგისტრირდა 261 მილიონი უნიკალური ციფრული საფულე. 

ტესტირებები ჩატარდა შენჟენში, სუჯოუში, სიონგანში, ჩენდუში, შანხაიში, ჰაინანში, ჩანშაში, სიანში, ცინგდაოში, დალიანსა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების ტერიტორიაზე. მითითებული ქალაქები გააგრძელებენ ინსტრუმენტის გამოყენებას. 

მჟამად ჩამონათვალს ემატება კიდევ თერთმეტი ქალაქი, რომელთაგან ექვსი აზიურ თამაშებს მასპინძლობს. 

მარეგულირებელმა განაცხადა, რომ განვითარების შემდეგ ეტაპზე e-CNY იმუშავებს ინსტრუმენტის გამოყენებისას კონფიდენციალური მონაცემების დაცვაზე, ასევე კრიმინალური მიზნებისთვის მისი გამოყენების აღკვეთაზე. გარდა ამისა, ჩინეთის ეროვნული ბანკი ჩაატარებს "სიღრმისეულ კვლევას" ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსურ სისტემაზე CBDC-ების გავლენის შესახებ. 

მიმდინარე წლის იანვარში ჩინურმა სურსათის მიწოდების კომპანია Meituan-მა პარტნიორებიდან მერჩანტებს ციფრული იუანის მიღების უფლება მისცა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.