Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

საგადახდო გიგანტმა Visa-მ აამოქმედა არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენებით (NFT) ბიზნესის განვითარების დამხმარე პროგრამა. 

ინიციატივა გათვლილია 1 წლის ვადაზე და ორიენტირებულია მხატვრებზე, მუსიკოსებზე, მოდელიერებსა და კინემატოგრაფებზე. 

Visa-ს კრიპტო განყოფილების ხელმძღვანელმა კიუ შეფილდმა განაცხადა, რომ კომპანია იმედოვნებს დაადგინოს კონტენტის შემქმნელების წინაშე მდგარი პერსპექტივები და გამოწვევები და შეისწავლოს NFT-ების ის როლი, რომელიც შეუძლია შეასრულოს მათი სამუშაოს მონეტიზაციაში. 

საბოლოო ჯამში პროგრამა დაეხმარება Visa-ს საკუთარი კომერციული NFT პროდუქტების განვითარებაში. 

Visa-ს ჯერ არ გადაუწყვეტავს რამდენი ავტორის სწავლება სურს ამ პროგრამის ფარგლებში. თუმცა შეფილდის აზრით ჯგუფი უნდა იყოს პატარა, რათა შეიქმნას ქომიუნითი და მხარდაჭერილ იქნას ტექნიკური ზედამხედველობა. 

დაინტერესებულმა ავტორებმა უნდა შეავსონ ანკეტა და გაიარონ პირადი გასაუბრება. 

Visa ავტორებს ასევე უზრუნველყოფს ერთჯერადი სტიპენდიით. მისი ოდენობა არ გახმაურებულა. 

2021 წლის ოქტომბერში Visa-მ მხატვარ მიკა ჯონსონთან ერთად გამოაცხადა საგანმანათლებლო პროექტის შექმნის გეგმა, რომელიც დაეხმარება ციფრული ხელოვნების შემქმნელებს გაეცნონ NFT-ების პოტენციალს. 

დეკემბერში კომპანიამ გააცხადა კრიპტოვალუტების საკითხზე ახალი საკონსულტაციო განყოფილების შექმნის შესახებ. 

იგი ასევე ავითარებს პროდუქტებს, რომლებიც ფოკუსირებულია Stablecoin-ებსა და CBDC-ებზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.