Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ დააანონსა დესკტოპ კომპიუტერი MAG Meta 5 5E, რომელიც შემუშავებულია გეიმინგის მოყვარულებისთვის. მოწყობილობა აგებულია AMD-ის აპარატულ პლატფორმაზე, ოპერაციული სისტემის სახით წარმოდგენილია Windows 11. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Ryzen 7 5800. ჩიპს აქვს რვა ბირთი ინსტრუქციების ერთდოულად 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. ტაქტის საბაზისო სიხშირე შეადგენს 3.4 გჰც-ს, მაქსიმალური სიხშირე დინამიური აჩქარებისას - 4.6 გჰც-ს. გრაფიკული ქვესისტემისთვის გათვალისწინებულია ამაჩქარებელი MSI RX6700XT. 

ხელმისაწვდომია ორი სლოტი DDR4-2933 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერებისთვის ჯამური მოცულობით 64 გბ. შესაძლებელია ორი 2.5-დუიმიანი და ორი 3.5-დუიმიანი მყარი დისკის, აგრეთვე ერთი M.2 2280 მოდულის დაყენება. 

image.jpeg 

აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 5 AC3168 და Bluetooth 4.2 უსადენო კავშირების ადაპტერები. ასევე ხელმისაწვდომია ქსელის კონტროლერი Realtek RTL8111H კომპიუტერის ქსელთან სადენიანი დაკავშირებისთვის. 

დესკტოპ კომპიუტერის ზომებია 195 × 514.8 × 466 მმ. შესაძლოა გამოყენებული იყოს 750 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი სერტიფიკატით 80 Plus Gold. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB 3.2 Gen1 Type C, USB 2.0 Type A, USB 3.2 Gen 1 Type A, HDMI და ა.შ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.