Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად წარადგინა გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3090 Ti, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში დაანონსდა. დაფის საკუთარ ვერსიებს შემოგვთავაზებენ ASUS, Colorful, EVGA, Gainward, Galax, Gigabyte, INNO3D, MSI, Palit, PNY, Zotac და სხვა კომპანიები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

ვიდეო დაფაში გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი GA102. კონფიგურაციაში გათვალისწინებულია 10752 CUDA ბირთვი და 24 გბ GDDR6X მეხსიერება 384-ბიტიანი სალტით. დაფას აქვს 336 Tensor ბირთვი და 84 ბირთვი რეითრეისინგისთვის. GPU-ის საბაზისო სიხშირე შეადგენს 1560 მჰც-ს, აჩქარების შემთხვევაში - 1860 მჰც-ს. ენერგომოხმარების მაჩვენებელია 450 ვატი. ეტალონურ მოდელებს, რა თქმა უნდა, GPU-ის სიხშირე და ენერგომოხმარების დონე უფრო მაღალი ექნება. 

image.jpeg 

NVIDIA-ს განცხადების თანახმად გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce RTX 3090 Ti უზრუნველყოფს 64%-ით მეტ წარმადობას GeForce RTX 2080 Ti მოდელთან შედარებით. GeForce RTX 3090 მოდელს თუ შევადარებთ, Ti ვერსიის წარმადობა დაახლოებით 9%-ით მაღალია.  

image.jpeg 

GeForce RTX 3090 Ti დაფის სარეკომენდაციო საცალო ფასი 1999 აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ზოგიერთი კასტომიზებული ვერსიის ფასი 3 ათასი აშშ დოლარი და მეტი იქნება. ასეთ ვიდეო დაფებთან მუშაობისთვის საჭიროა არანაკლებ 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.