Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

მარკ ცუკერბერგმა დაადასტურა, რომ გეგმავს მალე Instagram-ზე NFT-ის დამატებას, საფულე MetaMask კი საკუთარ ტოკენს გამოუშვებს. 

NFT შეიძლება გამოჩნდეს Instagram-ზე უახლოეს თვეებში, განაცხდა Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა კონფერენცია SXSW-ზე. დეკემბერში Instagram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ მოსერიმ გამოაცხადა, რომ კომპანია იკვლევს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენის ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობას. მოსერიმ NFT ინდუსტრიას უწოდა საინტერესო სფერო, რომლის მეშვეობით სოციალურ ქსელს შეუძლია ხელი შეუწყოს კონტენტის შემქმნელებს. 

საფულე MetaMask გამოუშვებს საკუთარ ტოკენს - დაადასტურა დეველოპერული კომპანიის Consesys-ის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ლუბინმა. მისი თქმით მალე იგეგმება დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაცია DAO-ს ამოქმედება, რომელიც დააფინანსებს პროექტის განვითარებას. 15 მარტს Consensys-მა გამოაცხადა, რომ დახურა 450 მლნ აშშ დოლარის ღირებულების დაფინანსების D რაუნდი. პროექტი შეფასდა 7 მლრდ აშშ დოლარად. იანვარში MetaMask-ის აქტიურ მომხმარებელთა რიცხვმა თვეში 30 მილიონს გადააჭარბა. 

ბრიტანული საბანკო ორგანიზაცია HSBC, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, პარტნიორობას გაუწევს Animoca Brands-ს - The Sandbox metaverse-ის დეველოპერს. ბანკი შეიძენს ვირტუალური უძრავი ქონების ნაწილს, რომელიც გამოყენებული იქნება სპორტის, ელექტრონული სპორტისა და კომპიუტერული თამაშების მოყვარულებთან ურთიერთქმედებისთვის, ნათქვმია The Sandbox-ის ბლოგი. 

ბლოკჩეინ-პლატფორმა ათასზე მეტ დეცენტრალიზებული ეკონომიკის სტარტაპს დაუჭერს მხარს 100 მლნ აშშ დოლარიანი ფონდით. სტარტაპებმა უნდა განავითარონ ახალი ვარიანტები 10 მილიონზე მეტი სმარტ მოწყობილობის MachineFi პლატფორმაზე დასაკავშირებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში. დეცენტრალიზებული მანქანური ეკონომიკა არის სწრაფად განვითარებადი სფერო, რომელშიც ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალაა არა ადამიანები, არამედ მანქანები. 

არგენტინის მარეგულირებელი ორგანო UIF აპირებს დაამატოს კრიპტო სერვისის პროვაიდერები იმ კომპანიების სიაში, რომლებიც ვალდებულნი არიან წარადგინონ ანგარიშები AML პროცედურების შესახებ. რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. თუ შემოთავაზებული ცვლილებები დამტკიცდება, ეს სერიოზულად შეცვლის კრიპტო კომპანიების მუშაობას არგენტინაში. ამჟამად კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობენ ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ სერვისებს, მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა მოეთხოვებათ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.