Jump to content

Recommended Posts

Posted

პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Genoa თაობის ერთ-ერთი AMD EPYC პროცესორის შესახებ: ეს ჩიპები გამოყენებული იქნება სერვერებსა და მაღალი ხარისხის გამოთვლით სისტემებში. პროდუქციის ოფიციალური პრეზენტაცია მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. 

პროცესორებს საფუძვლად უდევს მიკროარქიტექტურა Zen 4. ჩიპები დამზადებული იქნება TSMC-ის მიერ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. გამოცხადებულია 1.25-ჯერ მეტი წარმადობა 7-ნანომეტრიან პროდუქტთან შედარებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Geekbench-ის ტესტში ფიგურირებდა პროცესორი Genoa კოდური დასახელებით 100-000000479-13. იგი შეიცავს 32 ბირთვს ინსტრუქციის ერთდროულად 64-მდე ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.2 გჰც-ს, მაქსიმალური - 3.4 გჰც-ს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Geekbench 

ბენჩმარკის ინფორმაციით Genoa თაობის პროცესორებს ექნება მეორე დონის (L2) 1 მბ ქეშ-მეხსიერება თითოეულ ბირთვზე. პირველი დონის ქეშის (L1) მოცულობა შეადგენს დაახლოებით 32 კბ-ს ინსტრუქციისა და მონაცემებისთვის, მესამე დონის ქეშის (L3) მოცულობა კი არის 4 მბ თითოეულ ბირთვზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Genoa სერიაში შევა პროდუქტები, რომლებშიც 96-მდე ბირთვის გამოყენებაა გათვლილი. ჩიპებს ექნება DDR5-5200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.