Magdalena Posted March 30, 2022 Posted March 30, 2022 პოპულარულ ბენჩმარკ Geekbench-ზე გამოჩნდა ინფორმაცია Genoa თაობის ერთ-ერთი AMD EPYC პროცესორის შესახებ: ეს ჩიპები გამოყენებული იქნება სერვერებსა და მაღალი ხარისხის გამოთვლით სისტემებში. პროდუქციის ოფიციალური პრეზენტაცია მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. პროცესორებს საფუძვლად უდევს მიკროარქიტექტურა Zen 4. ჩიპები დამზადებული იქნება TSMC-ის მიერ 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. გამოცხადებულია 1.25-ჯერ მეტი წარმადობა 7-ნანომეტრიან პროდუქტთან შედარებით. ფოტოს წყარო: VideoCardz Geekbench-ის ტესტში ფიგურირებდა პროცესორი Genoa კოდური დასახელებით 100-000000479-13. იგი შეიცავს 32 ბირთვს ინსტრუქციის ერთდროულად 64-მდე ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 1.2 გჰც-ს, მაქსიმალური - 3.4 გჰც-ს. ფოტოს წყარო: Geekbench ბენჩმარკის ინფორმაციით Genoa თაობის პროცესორებს ექნება მეორე დონის (L2) 1 მბ ქეშ-მეხსიერება თითოეულ ბირთვზე. პირველი დონის ქეშის (L1) მოცულობა შეადგენს დაახლოებით 32 კბ-ს ინსტრუქციისა და მონაცემებისთვის, მესამე დონის ქეშის (L3) მოცულობა კი არის 4 მბ თითოეულ ბირთვზე. ფოტოს წყარო: VideoCardz Genoa სერიაში შევა პროდუქტები, რომლებშიც 96-მდე ბირთვის გამოყენებაა გათვლილი. ჩიპებს ექნება DDR5-5200 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. https://tinyurl.com/2bvkbycw Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.