Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია GPD- განაცხადა, რომ მუშაობს გეიმერებისთვის განკუთვნილ პორტატულ კომპიუტერ Win Max 2-ზე. ახალი ლეპტოპი ჩაანაცვლებს მოდელ Win Max-ს, რომელიც ფოტოებზეა წარმოდგენილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: GPD 

მზადებაში არსებული მოწყობილობა - ეს გახლავთ პატარა ლეპტოპისა და გეიმინგ კონსოლის ჰიბრიდი. გაჯეტს ექნება 10.1-დუიმიანი დისპლეი გაფართოებით 1920 × 1200 პიქსელი და QWERTY-კლავიატურა, რომლის თავზე განლაგებულია მართვის ორგანოები. 

ლეპტოპს საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Alder Lake პროცესორით Core i7-1280P. ჩიპში მოცემულია 14 ბირთვი, რომელთაგან ექვსი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. მხარდაჭერილია ერთდროულად ინსტრუქციის 20 ნაკადის დამუშავება. ტაქტის სიხშირე 4.8 გჰც-ს აღწევს. აღჭურვილობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. 

image.jpeg 

გაყიდვაში გამოვა Win Max 2-ის ვერსიები 16 და 32 გბ ოპერატიული მეხსიერებით. შესაძლებელია PCIe 4.0 ინტერფეისის მქონე ორი M.2 ფორმატის SSD-ის განთავსება: ამ მოდულების ჯამურმა მოცულობამ შესაძლოა მიაღწიოს 16 ტერაბაიტს. 

დანარჩენი მახასიათებლები ასეთია: microSD სლოტი, განათების მქონე კლავიატურა, ორი ინტერფეისი Thunderbolt 4 და სამი USB 3.2 Gen 2 პორტი, ორი ვიბროძრავი, ქსელის მოდემი 4G/LTE. ბატარეას ექნება 65-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა. მოწყობილობის ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.