Jump to content

Recommended Posts

Posted

გიჟური ტექნოლოგია“: ილონ მასკმა პირობა დადო, რომ Tesla Roadster-ის დემონსტრირებას წლის ბოლომდე მოახდენ 

თავად Roadster-ს Tesla-სთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ელექტრომობილმა დაუდო საფუძველი კომპანიის ისტორიას. ილონ მასკი მეორე თაობის Roadster-ის წარდგენას 2017 წლიდან გვპირდებოდა, თუმცა ახლა ის მზადაა, წლის ბოლომდე არა მხოლოდ უბრალო ელექტრომობილი, არამედ მფრინავი ავტომობილი წარადგინოს. 

image.png

ფოტოს წყარო: Tesla 

ვინაიდან OpenAI-ის არსებობა მასკს კვლავ აღიზიანებს, სტარტაპის ხელმძღვანელ სემ ოლტმენის ბოლოდროინდელმა განცხადებამ, რომ ის ცდილობდა თავისი ელექტრო სპორტული ავტომობილის, Tesla Roadster-ის, შეკვეთის გაუქმებას, Tesla- აღმასრულებელი დირექტორის მხრიდან დაუყოვნებლივი კომენტარები გამოიწვია. პირველი თაობის ავტომობილი 2008 წელს გამოვიდა, ხოლო 2017 წელს მასკმა მეორე თაობის Roadster წარადგინა და კომპანიამ მომავალში მისი მიწოდების შეკვეთების მიღება დაიწყო, რაც მუდმივად გადაიდო. 

ერთ-ერთ ინტერვიუში ილონ მასკმა ხაზი გაუსვა, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, Tesla აპირებს ახალი Roadster-ის ინვესტორებისა და გულშემატკივრებისთვის წარდგენას წლის ბოლომდე. მასკმა უარი თქვა ახალი მოდელის შესახებ დეტალების გაზიარებაზე, თუმცა მიანიშნა, რომ Roadster-ის ანონსი „ყველაზე დასამახსოვრებელი“ იქნება. 

თავის მხრივ, სემ ოლტმენმა მეორე თაობის Roadster-ის 2018 წელს დაჯავშნის გაუქმების გადაწყვეტილება ხანგრძლივ ლოდინს მიაწერა: „ამ მანქანით ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი და მესმის, რომ შეფერხებებია, მაგრამ 7.5 წელი ძალიან დიდ ლოდინად მეჩვენა“. მეორე თაობის Roadster-ის წარმოება 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მას შემდეგ არაერთხელ გადაიდო. ბაზარზე არსებული ამდენი ელექტრო სპორტული მანქანის გათვალისწინებით, რომლებსაც ორ წამში შეუძლიათ 60 მილი/სთ სიჩქარის განვითარება - ზუსტად ის, რაც Tesla-ს ელექტრომობილ მახასიათებელი უნდა ყოფილიყო - კომპანია მარკეტინგული გავლენის დაკარგვის რისკის ქვეშაა. 

ერთ-ერთ ინტერვიუში ილონ მასკმა ახსენა Tesla Roadster-ის ფრენის ადრე განხილული უნარი, თუმცა ეს საკმაოდ ბუნდოვნად გააკეთა. მან უბრალოდ დაამატა, რომ „ამ მანქანას ექნება გიჟური ტექნოლოგია, ნამდვილად გიჟური“. გარკვეული გაგებით, მან აღნიშნა, რომ ახალი Roadster მანქანად არც კი ჩაითვლება. ის იქნება „ყველაფერზე გიჟური, რაც კი ოდესმე ჯეიმს ბონდის ჰქონია ერთად აღებული“, განაცხადა მასკმა. მან ადრე აღნიშნა, რომ SpaceX-ის მიერ შემუშავებული რაკეტის რეაქტიული საბერველები ახალ Roadster-ს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემობრუნდეს მოსახვევებში, არამედ დროებით აფრინდეს მიწიდან. მანქანა სიტყვასიტყვით მიწის ზემოთ უნდა ლივლივოს. შესაძლოა, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი სწორედ ამ ტექნიკურ მახასიათებელს გულისხმობდა, როდესაც „გიჟურ ტექნოლოგიაზე“ საუბრობდა. 

  • 4 weeks later...
Posted

 

Posted

 

Posted

Jetour T2 ვნედაროჟნიკის მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/car/jetour-t2-review.html

Great Wall Motors ჰიბრიდული მინივენის Wey 80 მიმოხილვა რუსულათ: https://www.ixbt.com/car/great-wall-motors-wey-80-review.html

  • 2 weeks later...
Posted

ჩინელებმა ძაან გად... თავზე ბოლო პერიოდში ავტო ინდუსტრიაში, ისეთ ავტომობილებს აწარმოებენ უკვე და ისეთი დიზაინერები დაიქირავეს, ისეთი ბრენდები შეისყიდეს რომ რავიცი, ალბათ მანქანათმშენებლობაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე მდგომი ქვეყანა გახდება მსოფლიოში. 

Posted
53 minutes ago, Harmony Lines said:

ალბათ მანქანათმშენებლობაში ერთ-ერთი მოწინავე პოზიციაზე მდგომი ქვეყანა გახდება მსოფლიოში

ხარისხსაც თუ მიხედეს, კი, აქვთ ამბიციაც და რეალური შესაძლებლობაც, ადამიანური რესურსიც ოხრად აქვთ და წიაღისეულიც, ტექნოლოგიას ზოგს დახვეწავენ, ზოგს იყიდიან და აშ.

ჯერ-ჯერობით მაღალტექნოლოგიურ ნაგავს აკეთებენ 10-დან 9 მანქანას, კარგი რაცაა ხშირად ანალოგიურ გერმანულ-იაპონურზე ძვირია, იაფი რაცაა 90% უბრალოდ ნაგავია ამ ეტაპზე.

Posted

ეს მანქანებიც ნელ-ნელა ისე გახდიან რო ისევ იტყვი ავტობუსით მირჩევნიაო,  ტექდათვალიერება საკმაოდ კარგი პრობლემა გახდა უკვე, ცეოს უწევენ და უწევენ დაბლა ,  უკირკიტებენ უკირკიტებენ და ბოლოს ძირიდან არის ბინძურიო და ვერ გავიარეთ , გამოვრეცხეთ ძირიდან და მერე გავიარეთ , სრული მარაზმი , ცეოს ჩალიჩი კიდე ნაცნობი თუ გყავს გატარებენ ან რაღაც ხრიკია კიდე დაჩიკს აყენებენ და გადიან უპრობლემოთ , ეს ეხლა სამართალია ?  მართვის მოწმობა გაართულეს და ვერ აიღებ , აღარც დაგვჭირდება მალე ისე გზღუდავენ რო მეტრო ამჯობინო ,  აზრი ისაა ამ ყველაფრის რო მანქანების რაოდენობამ მოიმატა და დისკომფორტია მთავრობის მათი ნათესავ ახლობლებისთვის მაგარი მანქანები რო ყავთ ხო უნდა ჩაადგან და ეს საცობები ცოტა ედისკომფორტულებათ , შენ უნდა იარო მეტროთი და ვისაც პატრონი ყავს მანქანით

 

Posted
23 hours ago, Gogla1990 said:

ხარისხსაც თუ მიხედეს, კი, აქვთ ამბიციაც და რეალური შესაძლებლობაც, ადამიანური რესურსიც ოხრად აქვთ და წიაღისეულიც, ტექნოლოგიას ზოგს დახვეწავენ, ზოგს იყიდიან და აშ.

ჯერ-ჯერობით მაღალტექნოლოგიურ ნაგავს აკეთებენ 10-დან 9 მანქანას, კარგი რაცაა ხშირად ანალოგიურ გერმანულ-იაპონურზე ძვირია, იაფი რაცაა 90% უბრალოდ ნაგავია ამ ეტაპზე.

300 000$-იან მაიბახს 100 000$-იანი maextro s800 რო აბახეებს ყველა ასპექტში რანაირადაა ერთი და იგივე ფასი ან უფრო ძვირი...

აგერ მაგალითი მაგ 2 მანქანის შედარების, Avatr ნახე, lync&co ნახე, geely, jetour ნახე, Geely-მა ვოლვო იყიდა 1.8 მილიარდად, ასევე მფლობელობაში ყავს ლეგენდარული "ლოტუსი", მერსედესის და აუდის და BMW-ს დიზაინერები ყავთ დაქირავებული უხდიან ბლომად, და აკეთებინებენ მანქანებს, ვოლვოსგან გადმოიღეს ძრავი, დაკიდიების სისტემა, ლოტუსის ნავიგაცია, და ეძახე შენ მაღალტექნოლოგიური ნაგავი და 5 წელში კიდე რამდენ კომპანიას ჩაყლაპავენ. ჯერ სად ვართ. უკვე ქალაქში ხშირად მხვდება ჩინური მანქანები, ჩემს კორპუსში უკვე Jetour 2T იყიდა ერთმა, გარანტია აგქვს 5 წელი და მიდი აბა როგორია ამდენ ბენეფიტზე უარი თქვა და ჩამოიყვანო დამტვრეული მანქანა, ვიღაცა ამერიკელის გამოსმული, მერე აკეთო, დაახარჯო ზევიდან და კი ადიხარ 20 000$-მდე კაი მანქანა რო იყიდო და 20-ში აქ როცა ცენტრში შეგიძლია შეხვიდე და იყიდო პირდაპირ 0 გარბენით, 5 წელი გარანტია კიდე ზევიდან, უკვე იწყებ ფიქრს რაღაც რაღაცეებზე...

აბსოლუტურად მესმის ყველა იმ ჩინური მანქანის მფლობელის ვინც გადავიდნენ, იმიტომ რომ ყველა ერთს ამობს, ეკონომიურია, საოცრად რბილი და კომფორტული და ყოველდღიურობაში იდეალურად მოსახმარია. დღეს-დღეობით რეალობა ასეთია...

აი ამ ვიდეოს უყურე ბევრ რამეს გაიგებ ჩინურ ავტოინდუსტრიაზე...

Posted

მხოლოდ ფურცელზე და ავტობლოგერების შედარებებით არ ხდება მანქანის ავკარგიანობის განსაზღვრა, ჩვეულებრივი მომხმარებელი რომ იტყვის 3-4 წლის ხმარების შემდეგ, კარგი მანქანააო, აი მაშინაა მართლა კარგი, რასაც ჩინურებზე ნამდვილად ვერ ვხედავ (ერთი-ორ 100 ათასიანს არ ვგულისხმობ)

რუსეთი ხომ სავსეა მაგ ჩინურებით, ხოდა გადახედე თვითონ მომხმარებლის და ავტოსახელოსნოების ვიდეოებს და მიხვდები რა დონეზეა ჩინური მანქანა, ისეთი უცნაური პრობლემებითაა რომ აქამდე არც წარმოედგინათ, მაგალითად იამაში ჩარტყმისას მანქანის მთლიანი სავალი ნაწილი შუაზე გაწყდეს გაგიგია გერმანურ/ამერიკულ/იაპონურზე? :D ან უკანა ბალკა ახალ მანქანას მოსწყდეს მოძრაობისას? ანაც ძრავი და კოლოფი გახსნილიყოს ადგილიდან დაძვრისას? აირბაგები რომ არ იხსნება, სიცივეში ბორტკომპიუტერი შტერდება და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო?
კარგი აუდიო სისტემა რომ უწერია ერთ კარზე 5 დინამიკით და რეალურად ერთი დინამიკი აყენია ისიც სამარეზებით მიმაგრებული ეგ გინახავს? ან 2 წლის მანქანას რომ უკვე კოროზია ალპობს?

რა 5 წელ გარანტიაზე საუბრობ, რეალობა ცოტა სხვაა, ტიპები თვეობით ელოდებიან იქნებ დეტალი გამოჩნდეს რომ დააყენონ, არ უშვებს სატადარიგო მაკომპლექტებელს ქარხანა, კიდია ეგ ამბავი, რაც გამოუშვა იმით მანქანა ააწყო და გაყიდა, ვიდეო ვნახე კოლოფს ტიპი 6 თვე ეძებდა ახალ მანქანაზე, უბრალოდ არ იყო არსად საწყობში, არადა მანქანა რამდენიმე თვის იყი გარანტიაზე, ბოლოს როგორც იქნა გამოუგზავნეს, ალბათ სადმე მეორე მანქანას ძრავი გაუფუჭდა და იმას მოხსნეს :D
სულ კიდიათ ჩინელებს რომ მოგყიდიან მერე რა იქნება, მთავარია გაყიდონ, მერე სხვა სერიას გამოუშვებენ და ეგაა :D 

ეწ. სერვის მანუალიც არ აქვთ ბევრ მოდელზე, ხელოსანი რომ შლის არ იცის როგორ გააკეთოს, არც მანუალი მოყვება, არც ინტერნეტშია და არც მწარმოებელი გზავნის, ან თუ გზავნის არ ემთხვევა, რადგან ერთ მოდელზე შეიძლება 3-4 სხვადასხვა დეტალი ეყენოს :D 

ვიცი ეგ ვიდეო, ვუყურე 10 წუთი და სოსოსთან დიდი პატივისცემის მიუხედავად არაა ეგ რეალური განხილვა, ეგაა მანქანის ასე ვთქვათ ანბოქსინგი :D 

ტექნოლოგიურად რომ წინ არიან და 5-10 წელიწადში ბევრ ევროპულ/ამერიკულ ბრენდს ჩაყლაპავენ მაგაზე არავინ დავობს, მაგ დროს ხარისხსაც ასწევენ და იქნება კარგი მანქანები, სერვისსაც დაარეგულირებენ და სათადარიგო ნაწილების მიწოდებასაც, მაგრამ ეგ სავარაუდო მომავალია და არა დღევანდელი რეალობა, დღეს ბაზრის ათვისებას ცდილობენ ყველანაირი გზით, უშვებენ ათას ნაგავს მთავარია რამე ცაანაცვლონ, 1-2-ს კარგსაც რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამომხმარებლო სერიული ბიუჯეტური მანქანების 95% რომელსაც უბრალო მოკვდავი ყიდულობს, არის ნაგავი ევროპულ/ამერიკულთან შედარებით.

Posted

პ.ს
აქაც ქონდათ საგარანტიოზე პრობლემები, ერთი წერდა 1 თვის გამოყვანილ მანქანაზე მთელი ბორტკომპი/მულტიმედია მოკვდა უეცრად და აღარაფერს აკეთებსო, ამ დროს ყველაფერი თითქმის ამ ბორტკომპიუტერი/მულტიმედიით იმართება, გათბობა, კონდინციონერი, ფანჯრებიუს მართვა და აშ, მანქანას მარტო ქოქავდა და მიდიოდა, მეტს ვერაფერს აკეთებდა, ცენტრში 2 თვეა ასე ვარო, პროგრამაც არ აქვთ გადაწერა რომ სცადონო, ელოდებიან ახალ დეტალს რომელიც არ არის თურმე ჩინეთში და მეუბნებიან დღეს-ხვალ გამოგვიგზავნიანო, როგორ მოვიქცე არც იბრუნებენო :D 

მსგავსი რამ მოხდება გერმანულ/იაპონურ/ამერიკულ მანქანაზე?
ანუ შეიძლება მანქანა აგურად გექცეს და ვერ გიშველონ? შანსი არაა, შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, მაგრამ ან გაკეთებადია ან შეიცვლება რადგან გერმანელს იმ მანქანის სათადარიგო დეტალი ყოვეთვის აქვს თაროზე.

მაგალითად ბმვ-ს მგონი X7-ებზე იბრიდებოდა მთავარი მონიტორი, მაგრამ არავის უთქვია ახალი მანქანა ვიყიდე და არ მიცვლიან მონიტორსო ან რამე მაგდაგვარი, ან ადგილზევე აქვთ ან 2 კვირაში ჩამოდის :) 

მეც ვგულშემატკივრობ ჩინელებს და მინდა რომ წინ წავიდნენ, კონკურენცია მომხმარებლისთვის უკეთესია, მაგრამ ესენი კონკურენციით არ აპირებენ მხოლოდ ბაზარის ათვისებას, ველური მეთოდები აქვთ, სხვისი ჩაძირვა უნდათ და მხოლოდ თვითონ რომ დარჩებიან მერე არ უნდა დიდი გამოცნობა ფასებს რომ თავის გემოზე დაადებენ და ჩინური იაფი კი არა ჩინური ძვირი მანქანები შეგვრჩება :D 

ისე კი არიან ევროპელ/ამერიკული კომპანიები ღირსები გაკოტრების, მაგრამ მომხმარებელს ეგ არაფრად გვადგია სამწუხაროდ :) 

Posted

უკვე გაძვირებულია, იმდენად არის მოთხოვნა გაზრდილი, 16-17-ს რომ მეუბნებოდნენ ცენტრში 6 თვის წინ იგივე მანქანაზე 22-25 მითხრეს, მაგას ვამბობ რომ ხალხი მაგრად ყიდულობს, ქალაქში ბევრი მხვდება უკვე ჩინური მანქანები... გარანტიებით იზიდავენ ხალხს ძირითადად და დაბალი ფასებით...

Posted

 

 

 

Posted

 

 

 

Posted

 

 

Posted

 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.