Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ დააანონსა სპეციალიზებული მოწყობილობა Clara Holoscan MGX - თანამედროვე პროგრამულ-აპარატული პლატფორმა, რომელიც ოპტიმიზებულია ჯანმრთელობის დაცვისთვის განკუთვნილ ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციებსა და სამედიცინო ვიზუალიზაციაზე. პლატფორმა ხელს შეუწყობს სამედიცინო სფეროს მოწინავე მოწყობილობების შექმნას. 

Clara Holoscan MGX მოიცავს მაღალი წარმადობის საწარმოო მოდულ NVIDIA Jetson AGX Orin-ს, ამაჩქარებელ RTX A6000-სა და 200GbE-SmartNIC ConnectX-7-ს. სიჩქარის დიაპაზონია 254-დან 619 Tflops-ამდე. MGX შეავსებს კომპანიის სხვა, ხელოვნური ინტელექტის მქონე მოწყობილობებს, დატვირთვის ნაწილს გადაანაწილებს პერიფერიაზე და უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობებს - წარუდგინოს ახალი SaaS-გადაწყვეტილებები სამედიცინო დაწესებულებებს, ლაბორატორიებს, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს და ა.შ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

MGX-ის სტეკის ბირთვები მოიცავს Yocto Linux-ის ნაკრებს, პლატფორმის მხარდამჭერი აღჭურვილობის ნაკრებს, Input/output დრაივერებს, NVIDIA-ს ბიბლიოთეკას ინფერენსისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული დატვითვის აჩქარებისთვის, აგრეთვე რეფერენსულ აპლიკაციებს. გარდა ამისა, პლატფორმისთვის ოპტიმიზებულია მთელი რიგი პოპულარული ფრეიმვორკები და მოდელები, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში, ბიოლოგიაში, გენომიკაში და ა.შ. გათვალისწინებულია ფუნქციები სისტემის დისტანციურად მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისთვის. 

image.jpeg 

პლატფორმა Clara Holoscan MGX ოპტიმიზებულია რეალურ დროში მოქმედ, დაბალი შეყოვნების მქონე აპლიკაციებზე. MGX შესაფერისია არა მხოლოდ ინსტრუმენტული გამოკვლევების სწრაფი, ინტელექტუალური დამუშავების და მათი ვიზუალიზაციისთვის, არამედ, მაგალითად, ქირურგიული რობოტების ან რადიოთერაპიის განყოფილებების სამართავად. 

image.png 

სამედიცინო მოწყობილობების შექმნა ხორციელდება Clara Holoscan SDK-ისა და დეველოპერების ნაკრებების მეშვეობით. პლატფორმა უზრუნველყოფილია ათწლიანი ტექნიკური მხარდაჭერით და დოკუმენტაციით IEC 60601 / IEC 62304 სერიფიკაციისთვის. კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელია MGX-ის სტეკის ბირთვს დაემატოს დამატებითი კომპონენტები და აპლიკაციები. პლატფორმაზე ადრეული წვდომა გაიხსნება 2023 წლის პირველ კვარტალში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.