Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი Summit E14 Flip Evo A12 ბიზნეს-მომხმარებლებისთვის. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Alder Lake მე-12 თაობის Core პროცესორით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

ჰიბრიდულ ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი QHD+ ფორმატის სენსორული დისპლეი გაფართოებით 2880 × 1800 პიქსელი და 100%-იანი ფერთა გამა DCI-P3. ლეპტოპის ზედა ნაწილის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით, რათა მოწყობილობა პლანშეტის რეჟიმში გადავიდეს. მხარდაჭერილია მართვა სპეციალური ელექტრონული ფანქრით. 

image.jpeg 

მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოყენებულია პროცესორი Core i7-1260P თორმეტი ბირთვით, რომელთაგან ოთხი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. ტაქტის სიხშირე აღწევს 4.7 გჰც-ს. ჩიპის შემადგებლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. 

image.jpeg 

ტრანსფორმერი ლეპტოპის LPDDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 32 გბ, NVMe SSD-ის - 1 ტბ-მდე. ხელმისაწვდომია Killer Wi-Fi 6E AX1675 (2x2) და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, კლავიატურა განათებით და აუდიოსისტემა 2x2 ვტ სიმძლავრის სტერეოდინამიკებით. 

ხელმისაწვდომია ინტერფეისი Thunderbolt 4, პორტი USB 3.2 Gen 2 Type-A, HDMI კონექტორი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის, microSD სლოტი. ლეპტოპის ფასი 1500 აშშ დოლარიდან იწყება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.