Magdalena Posted March 25, 2022 Posted March 25, 2022 კომპანია MSI-მ დააანონსა პორტატული კომპიუტერი Summit E14 Flip Evo A12 ბიზნეს-მომხმარებლებისთვის. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Intel Alder Lake მე-12 თაობის Core პროცესორით. ფოტოს წყარო: MSI ჰიბრიდულ ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი QHD+ ფორმატის სენსორული დისპლეი გაფართოებით 2880 × 1800 პიქსელი და 100%-იანი ფერთა გამა DCI-P3. ლეპტოპის ზედა ნაწილის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით, რათა მოწყობილობა პლანშეტის რეჟიმში გადავიდეს. მხარდაჭერილია მართვა სპეციალური ელექტრონული ფანქრით. მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოყენებულია პროცესორი Core i7-1260P თორმეტი ბირთვით, რომელთაგან ოთხი მაღალი წარმადობისაა, რვა - ენერგოეფექტური. ტაქტის სიხშირე აღწევს 4.7 გჰც-ს. ჩიპის შემადგებლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. ტრანსფორმერი ლეპტოპის LPDDR5-4800 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 32 გბ, NVMe SSD-ის - 1 ტბ-მდე. ხელმისაწვდომია Killer Wi-Fi 6E AX1675 (2x2) და Bluetooth 5.2 უსადენო კავშირების ადაპტერები, კლავიატურა განათებით და აუდიოსისტემა 2x2 ვტ სიმძლავრის სტერეოდინამიკებით. ხელმისაწვდომია ინტერფეისი Thunderbolt 4, პორტი USB 3.2 Gen 2 Type-A, HDMI კონექტორი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი ყურსასმენისთვის, microSD სლოტი. ლეპტოპის ფასი 1500 აშშ დოლარიდან იწყება. https://tinyurl.com/4vmm78rj Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.