Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png 

იაპონურმა კრიპტო ბირჟა Coincheck-მა განაცხადა, რომ წლის მეორე კვარტალში გეგმავს Nasdaq-ზე შესვლას Thunder Bridge Capital Partners IV-თან (THCP) 1.25 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების SPAC-გარიგების მეშვეობით.  

გარიგების დასრულება მოსალოდნელია მეორე კვარტალში. აქციებს მიენიჭება ტიკერი CNCK. 

გაერთიანებული კომპანია შეფასდა 1.25 მლრდ აშშ დოლარად. Coincheck-ის მთავარ აქციონერ Monex Group-ის წილი 82%-ს შეადგენს. THCP 237 მლნ აშშ დოლარს ნაღდი ფულით უზრუნველყოფს. 

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ FSA-ს მიერ რეგულირებული პლატფორმა ემსახურება 1.5 მილიონ ვერიფიცირებულ მომხმარებელს, სთავაზობს ყველაზე მეტ კრიპტო აქტივსა და IEO შესაძლებლობებს იაპონურ ბირჟებს შორის. 

2018 წელს Coincheck-მა განიცადა კრიპტოვალუტების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაჰაკვა. პლატფორმიდან მოიპარეს ნახევარ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა NEM. 

იანვარში Apifiny კრიპტო ბირჟა Apifiny-მ გამოაცხადა, რომ Nasdaq-ში შევა SPAC გარიგების მეშვეობით. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.